დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016201 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 120-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების, საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვისას, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 10 (ათი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, შეძენილი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის; აუქციონის ფორმით პირობით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ სარგებლობის უფლებით ქონების გაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №5 დადგენილება და „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 მარტის №15 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
|
საქართველო
აბაშის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა № -------- ქ. აბაშა 201---- წლის-------------
ეძლევა ____________________________________________________________________________ (სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა და დასახლება, სარეგისტრაციო ნომერი, მისამართი, წარმომადგენლის სახელი, __________________________________________________________________________________________ გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი, იურიდიული პირის შემთხვევაში: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონი,
_________________________________________________________________________________________ (ფიზიკური პირის შემთხვევაში)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა____________________________________________________ (ქონების დასახელება, საკადასტრო კოდი, მისამართი, დაშენებისა და სასარგებლო ფართები, __________________________________________________________________________________ საჭიროების შემთხვევაში - სხვა მონაცემები) ____________________________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________________________
საფუძველი: _____________________________________________________________________________ (გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № და თარიღი, ხელშეკრულების № და თარიღი, __________________________________________________________________________________________ შეძენილი ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი). ____________________________________________________________________________________________________ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან, შესაბამის ხელშეკრულებასთან და შეძენილი ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებილი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ინახება აბაშის მუნიციპლიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი: ----------------------- ---------------------------- ( ხელმოწერა) (სახელი, გვარი) ბ.ა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები