ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

  • Word
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 614
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018849
  • Word
614
24/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018849
ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №614

2015 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე თანხმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2014 წელს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის გადაცემა-დისპეტჩერიზაციის მომსახურების ჯამური ღირებულების – 10 651 093,58 (ათი მილიონ ექვსას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობის ვალის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერაზე.

2.    სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უიმედო ვალის ჩამოწერა და შესაბამის ფინანსურ (გადასახადის გადამხდელის საბუღალტრო ანგარიშებში) ანგარიშებში ასახვა.

3.    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უფლებამოსილია, უიმედო ვალად აღიარებული დავალიანება - 10 651 093,58 (ათი მილიონ ექვსას ორმოცდათერთმეტი ათას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით (წარმოშობილი 2014 წელს), გამოქვითოს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან, თუ შესაბამისი შემოსავლები წინა საანგარიშო პერიოდებში შეტანილია ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალში.

4.    ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულ იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელებული სათანადო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2014 წელს განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                                  ირაკლი ღარიბაშვილი