დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR)“ დაფინანსების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 609 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018845 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №609
2015 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR)“ დაფინანსების ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძისა და დ. ლეჟავას დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე დაშვება და მოქნილობა (AMMAR)“ დაფინანსების ხელშეკრულება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ დაფინანსების ხელშეკრულებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და დავით ლეჟავა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები