დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია – მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018842 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №606
2015 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
„ საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია – მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკ ვეთებზე რეკონსტრუქცია – მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის №104 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 2 პუნქტი:
„ 12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია, გზის ღერძიდან 100-მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება და გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვის გაცემა.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები