„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“

  • Word
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018841
  • Word
605
20/03/2015
ვებგვერდი, 03/04/2015
000000000.00.003.018841
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 605

2015 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტს გამოუყოს 10 000 000  (ათი მილიონი) ლარი, მათ შორის: 

ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამშენებლო, სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების, შესაბამისი აღჭურვისა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად 7 561 000 (შვიდი მილიონ ხუთას სამოცდაერთი ათასი) ლარი;

ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოლიმპიური ფესტივალის გახსნა-დახურვის ოფიციალური ცერემონიალის ნაწილობრივი დაფინანსებისათვის 2 439 000 (ორი მილიონ ოთხას ოცდაცხრამეტი ათასი) ლარი .

2.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი . ღარიბაშვილი