დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018838 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №602
2015 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ - თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა, 2015 წლის 31 მარტს და 1 აპრილს, სსიპ - ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაგეგმილი რიგის ახალი თეატრის (N ew Riga Theatre) სპექტაკლის - „ხანგრძლივი ცხოვრება“ - ჩვენებისათვის სპეციალური კონსტრუქციის აწყობისა და მონტაჟი-დემონტაჟის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები