„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 04/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 450.040.000.05.001.002.055
  • Word
2406
22/12/2005
სსმ, 1, 04/01/2006
450.040.000.05.001.002.055
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33(40), 1999 წელი, მუხ. 167) 77-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 77. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს სსრ 1977 წლის 29 დეკემბრის კანონი (საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1977 წლის დეკემბერი, მუხ. 184).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთობლივი ბრძანებით დამცავი ზონების დადგენამდე მოქმედებს „ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების დროებითი რეჟიმის ამოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №68 დადგენილების სათანადო დებულებები და საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც დადგენილია ცალკეული ქალაქების, უძრავი ძეგლებისა და არქეოლოგიური ობიექტების დამცავი ზონები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 დეკემბერი.

№2406რს