დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018525 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრს (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XXXII1:
„თავი XXXII1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო თანამდებობები
მუხლი 411 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე. 2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: დეპარტამენტის უფროსი. 3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) სამმართველოს უფროსი; ბ) მენეჯერი; გ) უფროსი აუდიტორი; დ) უფროსი ანალიტიკოსი; ე) მთავარი იურისტი. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) აუდიტორი; ბ) სპეციალისტი; გ) ანალიტიკოსი; დ) იურისტი; ე) ადმინისტრატორი; ვ) თანაშემწე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები