„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის N109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის N109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.157.016223
119
27/03/2015
ვებგვერდი, 02/04/2015
010250020.35.157.016223
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის N109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №119

2015 წლის 27 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/02/2015წ. 010250020.35.157.016213) დამტკიცებულ დანართში - „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“:
1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის N109 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ  საკრებულოს  იმ წევრებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირები, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის დამატებით მიეცეს ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლიტრი საწვავი სატრანსპორტო ხარჯებისათვის.

2. ამოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის №109 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“  მე-2 და მე-3   მუხლები.    

 

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 11 თებერვლის N109 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“  მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე ყოველი თვის არაუგვიანეს 24 რიცხვისა (თუ რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) - გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს თითოეული საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობის შესახებ, აგრეთვე მაჟორიტარი დეპუტატებისათვის გასაცემი საწვავის ოდენობის შესახებ.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე