დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 116 |
დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.157.016220 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 30/12/2014, სარეგ. კოდი 190020020.35.157.016199) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
მუხლი 1 |
1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
2.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
3.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6528,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
4.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2096,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა (ხარჯები) 2224,6 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება (შემოსავლები)182.0 ათასი ლარის ოდენობით
|
5.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
6.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეცამეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 101,0 ათასი ლარის ოდენობით და ხარჯვის განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.“ |
7.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეთოთხმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ მიზნობრივ ტრანსფერს 217.0ათას ლარს დაემატოს 2014 წლის გარდამავალი ნაშთი, 42 ათასი ლარი და სულ 259.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 80,2 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 90,4 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის -88,4 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.“ |
8.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების ღონისძიებები. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა. ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) ა.ა) ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული 979,8 ათასი ლარიდან 2015 წელს დაფინანსდეს 2014 წელს შესრულებული შემდეგი პროექტები:
ა.ბ) ადგილობრივი ბიუჯეტიდან 139,9 ათასი ლარით დაფინანსდება სოფელ კოდაში სკოლასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 86,2 ათასი ლარით დაფინანსდება ქ. თეთრიწყაროში, ტყის ჩიხის ქუჩის მოასფალტება , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის განისაზღვრება 40 ათასი ლარი. ა.გ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №121 განკარგულების თანახმად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თეთრიწაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 253.4 ათასი ლარიდან 176,9 ათასი ლარით დაფინანსდება სოფელ ასურეთში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია. ა.დ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება. ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება :
ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 02)
ბ.გ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება აგრეთვე გარე განათების არსებული ქსელის მოვლა - შენახვა. ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდეს დაბა მანგლისში პეტრე - პავლეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ გარე განათების მოწყობა, რომლის ღირებულება შეადგენს 5,0 ათასი ლარს. გარე-განათების მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის განისაზღვროს 5,0 ათასი ლარი. ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ბ.ე) სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 05) ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №1106 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი 806,2 ათასი ლარიდან 2015 წელს 151,8 ათასი ლარით დაფინანსდეს 2014 წელს შესრულებული შემდეგი პროექტების თანხები:
გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. გ. ა) საბავშო ბაღების სპორტული მოედნების და ადმინისტრაციული შენობების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 01)
გ. ბ) ურბანული ტერიტორიის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 02)
გ.გ) მიწის აზომვითი და საპროექტო სამუშაოების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 03) ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარესასოფლო და არასასოფლო დანიშნულების მიწების საკადასტრო აზომვითი ნახაზების - ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. დ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04) ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ 713,1 ათას ლარს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით დაემატა 141,1 ათასი ლარი და სულ სოფლის პროექტების განსახორციელებლად განისაზღვრა 854,2 ათასი ლარი. აღნიშნული განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 2015 წელს დაფინანსდება 143,9 ათასი ლარის სამუშაოები, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 25,8 ათასი ლარის. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში დაფინანსდება 17 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას მიიღებს 570-ზე მეტი ბავშვი. ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად დააფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ ”თეთრიწყაროს სპორტული სკოლის” ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლა აერთიანებს 12 სპორტულ სექციას და 250-მდე სპორტსმენს. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 01) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, სადაც დაცულია 11000 -მდე ექსპონატი. ბ.ბ) ააიპ "სახელოვნებო სკოლა" (პროგრამული კოდი 05 02 02) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ "სახელოვნებო სკოლა", რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის სახელოვნებო წრეებს. ბ.გ) ააიპ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება- კულტურის ცენტრი" და კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 03) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება- კულტურის ცენტრი," აგრეთვე „დიდგორობის“ და „გარისობის“ სახალხო დღესასწაულები. ბ.დ) სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა“ და ააიპ „მანგლისის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 185-მდე მოსწავლე. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ბიუჯეტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ დაფინანსებას. ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ერთჯერადი დახმარება. მშობიარეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ბიუჯეტისფარგლებში დაფინანსდება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მშობიარობის ხარჯები. ბ.ბ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. აგრეთვე „წითელი ჯვრის“ თანადაფინანსება ბ.გ) მარჩენალდაკარგულ პირთა და ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების თითოეულ ბავშვის და უდედმამო ბავშვების ყოველთვიური დახმარება (18 წლამდე), აგრეთვე დედით ან მამით ობოლი ბავშვების (18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება. ბ.დ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირის სოციალური, საყოფაცხოვრებო და გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. ბ.ე) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) გადაუდებელი აუცილებლობის, სტიქიის, უბედური და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევებისას ნატურალური თუ ფულადი ფორმით დახმარება. ბ.ვ) მეორე მსოფლიო ომისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ან მათთან გათანაბრებულ პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ან მათთან გათანაბრებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯები. ბ.ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის და იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსდება: იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრის გარდაცვალების და უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯი.“ |
9.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილების მეჩვიდმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები