დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016069 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2015 - 12/02/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება’’ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების და სამოქმედო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №14 დადგენილება (www. matsne.gov.ge. 010260020.35.175.016014. 05/09/2014). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილების საფუძველზე და უზრუნველყოფს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; კულტურის, სპორტის, ტურიზმის მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას; წინადადებების შემუშავებას კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ადგილობრივი სემინარების, კონფერენციების, ფესტივალების, კონკურსების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება- ჩატარებას, მის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რეზოლუციის შესაბამისად წერილების და განცხადებების განხილვას და მათზე დასკვნების და საპასუხო წერილების მომზადებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულება, ეს დებულება, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სპეციალისტებისგან. |
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი |
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოვრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ. 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 4.
სამსახურის კომპეტენცია |
1. სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) წინადადებების შემუშავებას სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორციელების შესახებ და წარდგენას სამსახურის უფროსისთვის; ბ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას; გ) სამსახურის უფროსის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით წინადადებების შემუშავებას და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას; ვ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკის შესწავლას წინადადებების მომზადებას მათი აღმოფხვრის თაობაზე და წარდგენას სამსახურის უფროსისთვის; ზ) სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების, სემინარების და მასტერკლუბების მოსაწყობად წინადადებების მომზადებას; თ) სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას; ი) ახალგაზრდების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩაბმას სპორტულ ცხოვრებაში და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სპორტულ პროგრამებში; კ) საჯარო სკოლების თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით თანამშრომლობას; ლ) სპორტული ღონისძიებების და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას; მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. განათლების და კულტურის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს: ა) კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარების ორგანიზებას; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სახელოვნებო დაწესებულების მართვის კოორდინაციას; გ) კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობას სხვა ქალაქებთან; დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას; ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; ვ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ზ) წინადადებების მომზადებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის და მათი პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის აღმოფხვრის თაობაზე და წარუდგენას სამსახურის უფროსისთვის; თ) წინადადებების მომზადებას კულტურის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების, კონფერენციების და სემინარების განხორციელების თაობაზე; ი) კულტურის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 3. ტურიზმის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს: ა) სხვა ქვეყნის ქალაქებთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადებას; ბ) ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლას და წინადადებების მომზადებას მისი გაუმჯობესების თაობაზე; გ) სფეროს განვითარების, სხვადასხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ღონისძიებათა განხორცილების შესახებ წინადადებების მომზადებას და წარდგენას სამსახურის უფროსისათვის; დ) რეზოლუციის შესაბამისად, კორესპონდენციების განხილვას და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საპასუხო წერილების მომზადებას; ე) სამსახურის უფროსის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; ვ) ტურიზმის საკითხებში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 4. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური ახორციელებს ასევე სხვა ფუნქციებს. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებანი |
1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები