დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.175.016067 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2015 - 12/02/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება’’ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 აგვისტოს №15 დადგენილება ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’( matsne.gov.ge.010260020.35.175.016015. 05/09/2014). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის №3 დადგენილების საფუძველზე და უზრუნველყოფს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რეკომენდაციების მომზადებას სოცილურად დაუცველ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე, რეზოლუციის შესაბამისად, შემოსული განცხადებების და წერილების განხილვას და კანონით განსაზღვრულ ვადებში საპასუხო წერილების მომზადებას, მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს „საქართველოს კონსტიტუციის“, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, მერიის დებულების, ამ დებულების, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სპეციალისტებისგან. |
მუხლი 3.
სამსახურის უფროსი |
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) მერს წარუდგენს წინადადებას სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებოვრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. |
მუხლი 4.
სამსახურის ფუნქციები |
1. ჯანმრთელობის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ჯანდაცვის ობიექტებთან თანამშრომლობას; გ) არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას სამსახურის კოპეტენციის ფარგლებში. 2. სოციალური დაცვის საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) რეკომენდაციების მომზადებას სოციალურად დაუცველ პირთა, აგრეთვე ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების შემოღების თაობაზე; გ) თანამშრომლობას და ხელშეწყობას იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმუშევართა რეგისტრაციას; დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს ან/და სხვა დაწესებულებების მიერ უმუშევართა პროფესიული გადამზადებისა და რეაბილიტაციის პროგრამების ორგანიზებისათვის ხელშეწყობას; 3. სამსახური ასევე უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, რეზოლუციის შესაბამისად განცხადებების, წერილების განხილვას და საპასუხო წერილების მომზადებას, მერის დავალებით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები