ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების შესახებ

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
14
26/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
010260020.35.175.016066
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების შესახებ
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/04/2015 - 12/02/2018)

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2015 წლის 26 მარტი

ქ. მცხეთა

 

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტისა და საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი” 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №24 ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (matsne.gov.ge. 010260020.35.175.016024. 09/09/2014).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი



დანართი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის

დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვას, ქალაქმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტაციის შემუშავებას, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადებას, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მომზადებას და მერისთვის წარდგენას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამსახურის სრული სახელწოდებაა  ,,ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის და  ინფრასტრუქტურის სამსახური“.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისგან.

მუხლი 3. სამსახურის  უფროსი 
1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც:

ა) პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს  ფუნქციებს საჯარო მოსამსახურეთა შორის ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისწიპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს,რეკომენდაციებსა და ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და  მერის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამხახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.


მუხლი 4. სამსახურის  კომპეტენცია
1. სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის კუთხით:  

ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სიცრცით-ტერიტორიული მოწყობის და დასახლებების დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, მშენებლობის კოორდინაცია;

ბ)  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა;

გ) მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტების მომზადება, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, მშენებლობისათვის  არქიტექტურულ-გეგმარებითი  დავალების მომზადება;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

2. ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით:                      

ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

ბ) წინადადებების მომზადება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის თაობაზე;

გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა  განხორციელება.


მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
1. დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით. ნებისმიერი ცვლილება და დამატება დებულების განუყოფელი ნაწილია.

2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.