დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016214 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/04/2015 - 30/04/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, ბიჯის სიდიდე განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 %-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე გასაცემი საკუთრების მოწმობის ფორმა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
|
საქართველო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ს ა კ უ თ რ ე ბ ი ს მ ო წ მ ო ბ ა №
ეძლევა.................................................................................................................................................... ( მესაკუთრე და მისამართი ) .......................................................................................................................................................... მასზედ, რომ გადაეცა საკუთრებაში.................................................................................................. ( ქონების დასახელება და მისამართი ) ............................................................................................................................................................................ ......................................................................................................................................................... საკადასტრო კოდი....................................................მიწის ფართობი........................................................ კატეგორია...................................................................................................................................... მოძრავი ნივთი....................................................................................................................................... შენობა-ნაგებობის ფართი........................................................................................................................... აუქციონის ოქმი № ...... და თარიღი................................................................................................
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, ხელშეკრულებასთან და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201.... წლის ........... ......................... (რიცხვი ) ( თვე )
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის
გამგებელი
ბ.ა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები