დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.156.016206 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილებები ,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა პრემირების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ’’ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2014 , 270070000.35.156.016191). |
| მუხლი 2 |
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დადგენის შესახებ.’’ |
| მუხლი 3 |
დადგენილების მუხლი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის წესს, პირობებს და მის ოდენობას.’’. |
| მუხლი 4 |
დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. პრემიის გაცემის საფუძველი 1. პრემია გაიცემა საკრებულოს თანამდებობის პირებსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებზე, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს საფუძველზე’’. |
| მუხლი 5 |
დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. დმანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის – საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარისა და აპარატის საჯარო მოხელეების მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას)’’. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები