კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.018522
137
26/03/2015
ვებგვერდი, 30/03/2015
330130000.10.003.018522
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

 

    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-17 და 129-ე მუხლების, 130-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 133-ე მუხლის,  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის,  41-ე მუხლის, 47-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 


მუხლი 1
სსიპ  -  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, გარდა, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების (მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის  და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების,  გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე,  წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილება. 
მუხლი 2
მიეცეს უფლება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, განახორციელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის  და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შეთანხმების, გაცემული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების მიღების, ასევე, წარმოებული სამუშაოების ან/და სანებართვო პირობების კონტროლის უფლებამოსილების დელეგირება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტზე, რის თაობაზეც, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გააფორმოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
მუხლი 3
ამ დადგენილებით გათვალისწინებულ საკითხებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებები ან სარჩელის საფუძველზე დაწყებული სასამართლო დავები დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით.
მუხლი 4
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების გაცემული ნებართვების (გარდა, საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო  დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის და სამშენებლო-სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვების შეთანხმების, აღნიშნული ნებართვების საფუძველზე შესრულებული შუალედური და საბოლოო ანგარიშების და ამ აქტებზე თანდართული შესაბამისი დოკუმენტაციის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. 
მუხლი 5
დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.  
მუხლი 6
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის №275 დადგენილება „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი