„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.018521
136
26/03/2015
ვებგვერდი, 30/03/2015
480040030.10.003.018521
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №136

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2013 წლის  5  დეკემბრის №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/12/2013,  480040030.10.003.017482)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 64-ე პუნქტი:

,,64. საქართველოს საელჩო კუბის რესპუბლიკაში.“;

2. იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2):

ა) ნუსხის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკაში.“.

ბ) ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი:

,,30. საქართველოს საელჩო მალაიზიაში აკრედიტებულია მიანმარის კავშირის რესპუბლიკაში.“.

მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ეს  დადგენილება,  გარდა  პირველი მუხლის პირველი პუნქტის და მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო  ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ამოქმედდეს 2015 წლის 1 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი