დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3395-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240000000.05.001.017674 |
|
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის 71 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს დანიშნული.“. 2. 143 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება ან მისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნა.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების ან მისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნებისმიერი პირის/ორგანოს მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.“. 3. 63-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წევრს უფლება აქვს, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერის დანიშვნისას მხარდაჭერის მიმღების ან/და შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირის ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიული პირის ხმის უფლებას ახორციელებენ მათი კანონიერი წარმომადგენლები, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკური პირის მიერ გაცემული მინდობილობა ნოტარიულად უნდა დამოწმდეს.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი: „მუხლი 691. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ხმის უფლებას ახორციელებს მისი კანონიერი წარმომადგენელი, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3395-IIს |
დოკუმენტის კომენტარები