„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016184
20/2015
26/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010240020.15.008.016184
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №20/2015

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ’’ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 14 მარტის №11 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 14/03/2013, 010240020.15.008.016078) მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პარლამენტის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციისთვის ცესკოში განცხადებით მომართვის ბოლო ვადად განისაზღვროს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 43-ე დღე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი