ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016183
19/2015
26/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010240060.15.008.016183
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2015

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის ზოგიერთი პროცედურის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ცესკოსთვის განცხადებით მომართვის შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები, საარჩევნო რეგისტრაციის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 2
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია რეგისტრაციისათვის განცხადებით მიმართოს უშუალოდ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლების შესაბამისად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აწვდის ცესკოს.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი