საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016182
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18/2015
26/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010240060.15.008.016182
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/03/2015 - 27/06/2017)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №18/2015

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის   საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.3 პუნქტით დამტკიცებული იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 3).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი

დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო  მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი  მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

მ) ცესკოს რეგლამენტი;

ნ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 2
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ)  საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

კ) ცესკოს რეგლამენტი;

ლ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი „ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში”;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

მ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 4
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

კ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 5
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

მ) ცესკოს რეგლამენტი;

ნ) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 6
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) ინფორმაციის გადმოცემის სიტყვიერი და წერილობითი უნარი;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი „ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში”;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

ე) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

მ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 7
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი იურისპრუდენციაში;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

ე) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

დ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

თ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“

მ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 8
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების სპეციალისტის (I კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება − ბაკალავრის ხარისხი;

ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) სპეციალობით მუშაობის გამოცდილება.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) ადვოკატის სერტიფიკატი სამოქალაქო ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;

დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;