დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.166.016210 |
|
,,ქ. გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი დასკვნის გათვალისწინებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
.,,ქ.გურჯაანის ტერიტორიული ზონირების, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №7 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:200140030.35.166.016204.04/03/2015წ) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილების საფუძვლებში დაემატოს: ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი.“ 2. დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივლისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ქალაქ გურჯაანის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ით და შეადგენს 3,78 ლარს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები