დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13/2015 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.15.008.016177 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2015 - 12/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.2 პუნქტით დამტკიცებული საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 2). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საორგანიზაციო დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
| მუხლი 1 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) გამოცდილება მენეჯმენტსა და პროექტების მართვაში; ე) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 2 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 3 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება და საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ვ) ცესკოს რეგლამენტი; ზ) დეპარტამენტის დებულება. |
| მუხლი 4 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 5 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) ცესკოს რეგლამენტი. |
| მუხლი 6 |
საორგანიზაციო დეპარტამენტის საარჩევნო ინფორმაციის მართვის განყოფილების სპეციალისტის (II კატეგორია) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. სავალდებულო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის გამოცდილება საორგანიზაციო საკითხებში (საორგანიზაციო საკითხებში გამოცდილება არ არის სავალდებულო სტამბის თანამშრომლისათვის); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (არ არის სავალდებულო სტამბის თანამშრომლისათვის); ე) XEROX-ის ფირმის ასლგადამღები და საბეჭდი მანქანების მომსახურების არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება (მხოლოდ სტამბის თანამშრომლისათვის); ვ) XEROX-ის ფირმის ასლგადამღები და საბეჭდი მანქანების ოპერატორის სერტიფიკატი (მხოლოდ სტამბის თანამშრომლისათვის). 2. სავალდებულო უნარ-ჩვევები: ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები; გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები; დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი. 3. სასურველი მოთხოვნები: ა) მაგისტრის ხარისხი; ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენის ცოდნა. 4. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; დ) ცესკოს რეგლამენტი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები