საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240060.15.008.016176
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12/2015
26/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010240060.15.008.016176
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/03/2015 - 12/12/2015)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12/2015

2015 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის   საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 11 თებერვლის №5/2014 დადგენილების პირველი მუხლის 1.1, 1.8 და 1.9 პუნქტებით დამტკიცებული კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის მოხელეთა, თავმჯდომარის მრჩევლის (III კატეგორია) და თავმჯდომარის მრჩევლის (II კატეგორია) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი 1, დანართი 8 და დანართი 9).
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი აპრილიდან.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) ცესკოს რეგლამენტი;

ე) დეპარტამენტის დებულება.

მუხლი 2
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (III კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისთვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება, მათ შორის დაგეგმარებისა და ანგარიშგების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლო ცენტრებში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

დ) ცესკოს რეგლამენტი.

მუხლი 3
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, მათ შორის პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები;

დ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

ე) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი პროექტების მართვაში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

მუხლი 4
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტის (I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

2. სავალდებულო უნარ-ჩვევები:

ა) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

ბ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;

გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

დ) დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

3. სასურველი მოთხოვნები:

ა) მაგისტრის ხარისხი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

დ) ცხელი ხაზის ოპერატორად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

ე) საქართველოს ან/და საზღვარგარეთის ლიცენზირებულ სასწავლებელში სერტიფიცირებული ტრენინგის კურსი კომუნიკაციის მართვაში;

ვ) უცხო ენის ცოდნა.

4. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.