„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.112.016216
15
27/03/2015
ვებგვერდი, 02/04/2015
190040000.35.112.016216
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
 
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №15

2015 წლის 27 მარტი

       ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს N23 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 18/08/2014) შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების ტექსტში სიტყვა „მრჩეველი“ შეიცვალოს სიტყვით „თანაშემწე“;
ბ) დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ  „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი  N1) „ადმინისტრაციულ სამსახურს“  დაემატოს  დამლაგებლის 4 (ოთხი) საშტატო ერთეული და ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 22  ერთეულით;
გ) დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებულ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის  თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების“ (დანართი  N2) ცხრილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „5.4.“ გრაფა:

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

5.4

დამლაგებელი

320

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე