საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3349-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.017676
3349-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
200000000.05.001.017676
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 58-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება“;

ბ) მე-3−მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან  ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება.

6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3091 მუხლი:

„მუხლი 3091. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

1. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო ვალდებულებას ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მეურვე, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია, სანამ ამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

3. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის ინდივიდუალური შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების დღიდან ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი ქმედუუნაროდ ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3349-IIს