„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 194
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2015
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016317
194
31/03/2015
ვებგვერდი, 01/04/2015
360160000.22.023.016317
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №194

2015 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 09/01/2015, 360160000.22.023.016293) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას და მათი შესრულების კონტროლს, აგრეთვე ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის აპარატის საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება (შემდგომში – საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება), ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი.“

2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ზიანი - წარმოადგენს კონკრეტული გარემოებების ამსახველ დოკუმენტს, რომელშიც აისახება, დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრული (გამოანგარიშებული) გარემოსათვის მიყენებული ზიანი.“

3. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დოკუმენტის შესაქმნელად გამოიყენება დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული დოკუმენტთა სახეობები (ბრძანება, წერილი, მოხსენებითი ბარათი, სამსახურეობრივი ბარათი, ცნობა, განცხადება, საჯარო ინფორმაცია, ზიანი და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს დეპარტამენტის საქმიანობაში).“

4. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესრულებული დოკუმენტი უფლებამოსილი პირების ვიზირებისა და ხელმოწერის შემდეგ გადაეცემა ადრესატს (დეპარტამენტში შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის ადრესატად ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში დოკუმენტის შემსრულებლის მიერ ყოველთვის მიეთითება საკადრო და საქმისწარმოების განყოფილება, ხოლო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შემთხვევაში შესაბამისად საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი, დოკუმენტის ადრესატად დამატებით შესაძლებელია მიეთითოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი ან მასში შემავალი სტრუქტურული ერთეული ან დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დოკუმენტის ინიციატორი (შემსრულებელი)), რის შემდეგაც შესაბამისად საკადრო და საქმისწარმოების განყოფილების საჯარო მოსამსახურე ან საქმისმწარმოებელი/ანალიტიკოსი-საქმისმწარმოებელი უზრუნველყოფს დოკუმენტის, ამავე დოკუმენტში მითითებული ადრესატისთვის (გარდა დოკუმენტის დამატებითი ადრესატისა) გადაგზავნას.“

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეპარტამენტში ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, იქმნება და რეგისტრირდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით. დეპარტამენტში საჯარო მოსამსახურეთა კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტები, ფინანსური დოკუმენტები ასევე ინსპექტირებასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეიძლება შეიქმნას მატერიალური დოკუმენტის სახით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 6 აპრილიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ბითაძე