ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.136.016170
11
26/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
200130000.35.136.016170
ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2015 წლის 26 მარტი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი” მე-7, 202-ე და 204-ე მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.
მუხლი 2
განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები, თანახმად დანართისა.
მუხლი 3
ამ დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №02 დადგენილება
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე



დანართი

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
მუხლი 2
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%.

მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დადგინდეს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის – 60 ლარი ჰექტარზე;

ბ) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 19 ლარი ჰექტარზე;

გ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)  – 15 ლარი ჰექტარზე;

დ) ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვრება ამ პუნქტის „ა”, ,,ბ'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწებისათვის – 3 ლარი ჰექტარზე.

მუხლი 5
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტი ხულოს მუნიციპალიტეტში განისაზღვროს 1-ის ოდენობით.
მუხლი 6
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.
მუხლი 7
გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) მრავალსართულიან (მრავალბინიან) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.