„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016288
78
26/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010250020.35.160.016288
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №78

2015 წლის 26 მარტი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 22 ოქტომბრის №29 დადგენილების (www.matsne.gov.ge 27/10/2014 010250020.35.160.016241) პირველი მუხლით დამტკიცებულ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. სამსახურში იქმნება შემდეგი განყოფილებები:

ა)   ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილება;

ბ)   ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

გ)   შესყიდვების და დაგეგმარების განყოფილება;“

2. მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილების ფუნქციებია:

ა)   ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ფორმირების განსახორციელებლად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირების ანალიზისა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

ბ)ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში.  შემოსულობების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი;

გ) ცირკულარის შესაბამისად მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიღება და შემოწმება;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურების ინფორმაციების, მასალების მიღება და დამუშავება;

ე) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის- შემოსულობების საერთო თანხის, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარების და სხვა შემოსულობების გადასახადების წყაროების გამოყოფით და ხარჯების საერთო თანხის შედგენა, საბიუჯეტო ასიგნების მხარჯავ დაწესებულებებზე და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დადგენილების პროექტის წარდგენა სამსახურის ხელმძღვანელთან მერისთვის წარსადგენად, შემდგომში საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;

ვ) დამტკიცებული ბიუჯეტის და შემდგომში განხორციელებული ცვლილებების სამსახურის ერთიან კომპიუტერულ ბაზაში შეტანის უზრუნველყოფა;

ზ) მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების პროექტის მომზადება; კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციების მიღება, დამუშავება და ანალიზი;

თ) ანალიტიკური ინფორმაციისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება;

ი)   მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო მოთხოვნების პროგრამულ ბაზებში შეტანა და შესაბამისი  საგადახდო დავალებების ფორმირება;

კ)   წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტის წარმოება და საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისწორისა და სისრულის, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობის აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოს შესრულების ვადასთან, ხელშეკრულების  პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან შემოწმება, რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან და პირველად დოკუმენტაციასთან;

ლ) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის აღებულ ვალდებულებაზე შესაბამისობის კონტროლი; რეკვიზიტების შედარება ხელშეკრულებასთან; სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადასახადო მოთხოვნის რეგისტრაცია;

მ)   ქალაქის მერთან წარსადგენად ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის წარმოება;

ნ)   ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე რეესტრის მომზადება და ფორმირება მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად, რომელიც ხორციელდება ელექტრონული სისტემის ან საგადახდო დავალებების საშუალებით;

ო)  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური აღრიცხვის მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხებზე წინადადებების მომზადება;

პ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად სხავადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებულ წერილებზე და მოქალაქეთა განცხადებებზე დასკვნებისა და პასუხების მომზადება;

ჟ)   ყოველი თვის დასაწყისში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშების განყოფილებისათვის საგადასახადო დეკლარაციის შესავსებად შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე