„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3403-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 010180000.04.001.016129
3403-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
010180000.04.001.016129
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №14, 12.06.96, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო და რომელიც, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,  სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე მუხლი:

„მუხლი 30. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში პირს, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომელიც სტაციონარშია მოთავსებული, არ აქვს რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3403-IIს