„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.149.016244
12
25/03/2015
ვებგვერდი, 27/03/2015
010260020.35.149.016244
„კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2015 წლის 25 მარტი

ქ. კასპი

 

,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   61-ე  მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისდა  საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 1 აგვისტოს N27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/08/2014; 010260020.35.149.016194) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა ასევე, ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზება და განხორციელება.“

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურება, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ბუღაძე