,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.136.016168
9
26/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
010320040.35.136.016168
,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2015 წლის 26 მარტი

დაბა ხულო

,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 63-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ოქტომბრის №27 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი შინაარსის  ცვლილება დამატებები:

1.  დადგენილებით დამტკიცბული დანართის  მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) სპეციალისტი

2.ა ) საშუალო, საშუალო სპეციალური, ან უმაღლესი განათლება;

2.ბ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №22 დადგენილება“

2. დადგენილებით დამტკიცბული დანართის  მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

ვ.ა) საშუალო, საშუალო სპეციალური, ან უმაღლესი განათლება;

.ბ) ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

.გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა შესწავლის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 05 სექტემბრის №20  დადგენილება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე