დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.016433 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31,12.2013, სარეგისტრაციო კოდი - 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გაიაროს გრძელვადიანი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ და საკვალიფიკაციო სწავლება, რათა განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები აფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას (კონტრაქტი) განსაზღვრული ვადით სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის შესახებ.“. 3. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა მოსამსახურეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ხელფასის გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო;“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი: „მუხლი 501. დათხოვნა ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის ან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დათხოვნილ იქნება სამსახურიდან ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის ან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო და დაეკისრება გრძელვადიანი სწავლის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მიერ მასზე დახარჯული თანხის ანაზღაურება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევად ჩაითვლება კონტრაქტის მოქმედების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ: ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასკვნის არსებობა; ბ) განზრახი დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები