დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3370-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.05.001.017688 |
|
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 31 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლოს მიერ მათი შეზღუდულქმედუნარიანებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად აღიარება, გარდაცვლილებად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3370-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები