დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3343-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100030010.05.001.017689 |
3343-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
100030010.05.001.017689
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 12.11.2008, მუხ. 206) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:
„31. ბიურო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე ატარებს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 32. პირის ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივნისიდან. |
ქუთაისი, 20 მარტი 2015 წ. N3343-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები