„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018515
130
25/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
010240030.10.003.018515
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №130

2015 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №402 დადგენილებაში (სსმ, 172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნოდარ ხადური  –  საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ლაშა ხუციშვილი  –   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

მამუკა ბარათაშვილი  –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

დავით გაბლიშვილი –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე;

დავით მოლოდინი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზვიად კორძაია –   საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული  დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი;

გიორგი მალძიგაშვილი –  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს უფროსი;

ზვიად ჭუნაშვილი −   ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი;

მირიან გამეზარდაშვილი –  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

მიხეილ ადეიშვილი –  საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

ნინო ფოდიაშვილი – საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის ექსპერტი საგადასახადო საკითხებში;

დავით ცერცვაძე –  სსიპ - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე;

გიორგი ფერაძე − სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი