საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 27/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018514
129
25/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
040030000.10.003.018514
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №129

2015 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №735 დადგენილება.

2. „სამედიცინო მედიაციის განხორციელების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №80 დადგენილება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 27 აპრილიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი