დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/017 |
| დოკუმენტის მიმღები | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 25/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.016007 |
|
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტისა და 303 მუხლის მე-5 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანებით (სსმ III, №5,16.01.02., №5, მუხლი 40) დამტკიცებულ ,,ნავთობისა და გაზის წარმოების მარეგულირებელ ეროვნულ წესებში“ (შემდგომში - წესები) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: |
1.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ინფორმაციის წარდგენა წესების მიზანია უზრუნველყოს ოპერატორს, ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და სააგენტოს შორის ინფორმაციული ნაკადის სისტემატური და დროული წარმართვა. ყველა მონაცემი, ანგარიში და წესებით მოთხოვნილი ინფორმაცია, საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად წარდგენილი უნდა იყოს დროულად, იმ პირობით, რომ მონაცემები, ანგარიშები და ინფორმაცია უნდა წარედგინოს სააგენტოს არაუგვიანეს წესებში მითითებულ თარიღებამდე. ინფორმაციის კონფიდენციალურობას განსაზღვრავს LXVIII თავის დებულებები.“
|
2.
171 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ. ლიცენზია“ ნიშნავს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას, ან მოპოვების სპეციალურ ლიცენზიას ან/და ძებნა-ძიების სპეციალურ ლიცენზიას, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ინვესტორის უფლებას სახელშეკრულებო ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე;“ |
3.
171 მუხლის „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ20. „სააგენტო“ ნიშნავს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშვების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას და აქვს განსაკუთრებული უფლება წარმართოს მოლაპარაკებები, გასცეს ლიცენზიები და ყველა შესაბამისი უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე, გააფორმოს ხელშეკრულებები, ასევე ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ლიცენზიების პირობებისა და მოვალეობების შესრულებას;“. |
4.
მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საველე გეოფიზიკურ სამუშაოებზე უფლებამოსილების მისაღებად წარდგენილი განაცხადი (ფორმა №1), საჭიროებისამებრ, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) განცხადებას საველე გეოფიზიკურ სამუშაოებზე უფლებამოსილების გაცემის თაობაზე; ბ) საველე გეოფიზიკური სამუშაოების შემსრულებელი მენარდის დასახელებას და მუდმივი მისამართს; გ) ყველა დაგეგმილი საქმიანობის დეტალურ აღწერას, ხელშეკრულების შესაბამისად; დ) საზღვაო სამუშაოებისათვის – გემის ტიპს, რომლის მეშვეობით ჩატარდება სამუშაოები; გემის დასახელებას, სარეგისტრაციო ნომერს, გემის მფლობელის ვინაობას რეესტრის მიხედვით; ე) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების სავარაუდო ვადებს; ვ) პროექტის აღწერას, კვლევის მეთოდის დახასიათებას სეისმური ენერგიის წყაროს ჩათვლით; ზ) მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეთოდს; თ) სამუშაოების შესასრულებლად შერჩეული ადგილის აღწერილობას შესაბამისი გეგმის დართვით; გეგმაზე უნდა იქნეს დატანილი ტერიტორიის კოორდინატები, ადვილად დასანახი ათვლის წერტილი ნაპირზე(ზღვაზე მიმდინარე სამუშაოების შემთხვევაში), მანძილი და მიმართულება ათვლის წერტილიდან სამუშაოების ჩატარების ტერიტორიამდე და საკვლევი ტერიტორიის სქემას; ი) გამოსაყენებელი მოწყობილობა-დანადგარებისა და კვლევის მეთოდების დეტალურ აღწერილობას; კ) ფეთქებადი მუხტისა და სადაც შესაძლებელია, ფეთქებადი ნივთიერებების ტიპის მიახლოებით რიცხვს და მანძილს სეისმური სიგნალის წყაროებს შორის; ლ) წარმოდგენილი სამუშაოების შედეგად გარემოზე პოტენციურად მავნე ზემოქმედების დეტალურ აღწერას და ზომებს, რომლებიც მიღებული იქნება ასეთი ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად; მ) კერძო მიწის მესაკუთრეებისათვის კომპენსაციის ანაზღაურების პირობებს გეოფიზიკური სამუშაოების წარმოების დროს მიწის ფართობისათვის მიყენებული დაზიანებისათვის; ნ) ჩასატარებელი სამუშაობის ხარჯთაღრიცხვას.“ |
5.
21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარამეტრული, ძებნითი, საძიებო, საექსპლუატაციო და საჭირხნი ან სხვა ჭაბურღილების ბურღვის უფლებამოსილების მისაღებად გაკეთებული განაცხადები (ფორმა №2) უნდა შეიცავდნენ 78-ე მუხლის გათვალისწინებულ ინფორმაციას და სადაც შესაძლებელია, 205-ე მუხლში მოთხოვნილ ინფორმაციას.“ |
6.
22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჭაბურღილის მნიშვნელოვანი კაპიტალური რემონტისა და ახალი ჰორიზონტის ათვისების უფლებამოსილებაზე, გაკეთებული განაცხადი (ფორმა №3) უნდა შეიცავდეს 83-ე მუხლში მოთხოვნილ ინფორმაციას.“ |
7.
23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადები (ფორმა №4) ზღვის პლატფორმების მშენებლობასა და არსებული საზღვაო პლატფორმების მნიშვნელოვან მოდერნიზაციაზე უნდა შეიცავდნენ 213-ე მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტებში მოთხოვნილ ინფორმაციას.“
|
8.
24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადი (ფორმა №5) ლიკვიდაციის უფლებამოსილებაზე უნდა შეიცავდეს 88-ე მუხლით მოთხოვნილ ინფორმაციას.“ |
9.
25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 161-ე და 192-ე მუხლების შესაბამისად, განაცხადში (ფორმა №6) ნავთობისა და გაზის ნარჩენების ჩაჭირხვნის უფლებამოსილებაზე სადაც შესაძლებელია, მოცემული უნდა იყოს: ა) ჭაბურღილის დასახელება და ნომერი, სამაგრი კოლონისა და სატუმბო-საკომპრესორო მილების კონსტრუქციის მოკლე აღწერილობით; ბ) ჩასაჭირხნი ფლუიდების ტიპი, მოცულობა და მიღების წყარო; გ) მტკნარი ან სამკურნალო წყლის და აღმოჩენილი კომერციული ან პოტენციურად კომერციული გეოთერმული რესურსების შემცველი ყველაზე ღრმა ფენის საგების სიღრმე; დ) ჩაჭირხნის ინტერვალი და ფენის დასახელება(მისი არსებობის შემთხვევაში), რომელშიც ჩაიჭირხნება თხევადი ნივთიერებები; ე) ჩაჭირხნის მეთოდი (სატუმბო-საკომპრესორო მილების, სამაგრი კოლონისა და ა.შ. საშუალებით); ვ) ჩაჭირხნის მოსალოდნელი ყოველდღიური მოცულობა და ჩაჭირხვნის წნევა.“ |
10.
26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 156-ე და 192-ემუხლების შესაბამისად, განაცხადებში (ფორმა №7) ნავთობისა და გაზის ნარჩენების განთავსების უფლებამოსილებაზე, სადაც შესაძლებელია, მოცემული უნდა იყოს: ა) ნავთობისა და გაზის გასატანი ნარჩენების ტიპი და მოსალოდნელი მოცულობა; ბ) ნარჩენების წარმომქმნელი წყაროს ტიპი და დასახელება; გ) იმ ტერიტორიის გეგმა, სადაც განხორციელდება ნარჩენების განთავსება; დ) ნარჩენების გაუვნებელყოფის ნაგებობების და სადაც შესაძლებელია, გაუვნებელყოფის მეთოდების აღწერა.“ |
11.
27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადი (ფორმა №8) ნავთობისა და გაზის ნარჩენების უტილიზაციის ობიექტის მოწყობაზე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია 158-ე მუხლში.“ |
12.
28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. XXXVIII და XXXIX თავების შესაბამისად, განაცხადი (ფორმა №9) გაზის დაწვასა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევაზე, სადაც შესაძლებელია, უნდა შეიცავდეს: ა) გაზის დაწვისა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევის მიზეზს; ბ) იმ ტერიტორიის / ნაგებობების დასახელებას და ადგილმდებარეობას, სადაც მოხდება გაზის დაწვა და/ან ატმოსფეროში გაფრქვევა; გ) დასაწვავი ან ატმოსფეროში გასაფრქვევი გაზის მოსალოდნელ მოცულობას და წვის ან გაფრქვევის ხანგრძლივობას; დ) დამწვარი ან აალებული გაზის რაოდენობას გამოსახულს ბრიტანეთის თბურ ერთეულში (BTU) და დასაწვავი ან გასაფრქვევი გაზის არამეთანური წარმოშობის კომპონენტებს.“
|
13.
57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) შეფასების ოპერაციების ვადებს.“ |
14.
66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ოპერატორი გადაწყვეტს, რომ საჭიროა დამატებითი შეფასება აღმოჩენის კომერციულობის თუ არაკომერციულობის დასადგენად, მაშინ მან სააგენტოს უნდა წარუდგინოს აღმოჩენის კომერციულობის დასადგენად საჭირო ღონისძიებების აღწერა. სააგენტომ მხარი უნდა დაუჭიროს ოპერატორის სურვილს შეასრულოს შეფასების დამატებითი ოპერაციები და დაამტკიცოს ოპერატორის ასეთი მოთხოვნა არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ამასთან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნას დამატებით ერთი წლით, თუ ოპერატორი დაასკვნის, რომ საჭიროა შეფასების დამატებითი სამუშაოები და დაუსაბუთებს სააგენტოს ასეთი სამუშაოების ჩატარების საჭიროებას.“ |
15.
223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 223. ანგარიშგების დამატებითი მოთხოვნები 1. ამ წესებით განსაზღვრული ანგარიშგების და ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნების გარდა, ყოველმა ოპერატორმა და ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ დროულად უნდა წარადგინოს წინამდებარე თავში მოთხოვნილი ზუსტი და სრულყოფილი ანგარიშები და ინფორმაცია. სააგენტოს შეუძლია ოპერატორს და ნავთობის ეროვნულ კომპანიას დაუწესოს ანგარიშგების ფორმა. 2. ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების“ შესაბამისად კონტრაქტორთან განხორციელებული აუდიტორული შემოწმების დასკვნა უნდა წარმოადგინოს სააგენტოში შემოწმების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში. თუ ერთ თვეში აუდიტორული შემოწმების დასკვნა ნავთობის ეროვნულ კომპანიას და კონტრაქტორს შორის არ იქნა ხელმოწერილი, ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ სააგენტოს ზემოაღნიშნულ ვადაში უნდა წარმოუდგინოს დასკვნის პროექტი დავის მიზეზის მითითებით, ხოლო საბოლოო დასკვნა - მასზე ხელის მოწერიდან 10 დღის ვადაში.“
|
16.
225-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 225. წლიური საორგანიზაციო ფორმა საორგანიზაციო ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №6) უნდა განახლდეს ყოველწლიურად და წარედგინოს სააგენტოს ყოველი წლის 15 მარტამდე ან სხვა დროს სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის შესაბამისად. ასეთი ანგარიშები უნდა შეიცავდეს მხოლოდ ახალ და გადასინჯულ მონაცემებს, რომლებიც ადრე არ ყოფილა შესული საწყის საორგანიზაციო ანგარიშში.“ |
17.
227-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 227. ბურღვის კვარტალური ანგარიში ოპერატორი ვალდებულია მოამზადოს და წარადგინოს ბურღვის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №7), საანგარიშო კვარტალის მეორე მომდევნო თვის 16 რიცხვამდე. ბურღვისკვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს კვარტალის განმავლობაში ჩატარებული ბურღვის ყველა ოპერაციის აღწერის შემცველ დოკუმენტურ მოხსენებას; ისევე, როგორც, შეზღუდვების გარეშე, ყველა დასრულებული ოპერაციის შედეგებსა და ყველა ბურღვითი სამუშაოს აღწერილობას, რომელიც კვარტალის ბოლოს ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ანგარიშში მოყვანილი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად ექვსი (6) წლის განმავლობაში ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.“.
|
18.
228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 228. ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების კვარტალური ანგარიში 1. ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების კვარტალური ანგარიში, (ანგარიშგების ფორმა №10) საანგარიშო კვარტალის მეორე მომდევნო თვის 16 რიცხვამდე. ძებნა-ძიების, შეფასებისა და დამუშავების კვარტალური ანგარიში უნდა შეიცავდეს კვარტალის განმავლობაში ჩატარებული ძებნა-ძიების (რომელიც მოიცავს ძებნა-ძიების ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა სახის გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, გეოქიმიურ, და ყველა სხვა საველე თუ ლაბორატორიულ, აგრეთვე კომპიუტერის მეშვეობით შესრულებულ სამუშაოებს) შეფასებისა და დამუშავების ოპერაციების აღწერის შემცველ დოკუმენტურ მოხსენებას, ისევე, როგორც შეზღუდვების გარეშე, ყველა შესრულებული ოპერაციის შედეგებსა და ძებნა-ძიების, შეფასების და დამუშავების ყველა იმ ოპერაციის აღწერას, რომელიც კვარტალის ბოლოს ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. 2. ოპერატომა უნდა ჩაიწეროს სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებული გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემები, აგრეთვე საკონტრაქტო ფართობთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების მონაცემები, მისი საწყისი ფორმით ან მაგნიტურ ფირებზე ციფრობრივი ფორმით, შემდგომი სარგებლობის მიზნით. ასეთი მონაცემების მიღებისთანავე ოპერატომა უნდა გადასცეს სააგენტოს ყველა ამ მონაცემის და ინფორამციის ასლი, კაროტაჟული დიაგრამებისა და ჭაბურღილის მონაცემების ჩათვლით.ანგარიშში მოყვანილი ინფორამცია ითვლება კონფიდენციალურად 6 (ექვსი) წლის განმავლობაში ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე.“ |
19.
229-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 229. მოპოვების ყოველთვიური ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს მოპოვების ყოველთვიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №11 და №11ა),საანგარიშო თვის მომდევნო თვის ბოლო დღემდე. მოპოვების ყოველთვიურ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს: ა) სახელშეკრულებო ფართობის ყოველი ჭაბურღილიდან მოპოვებული ნავთობისა და გაზის მთლიანი მოცულობა; ბ) სახელშეკრულებო ფართობის ყოველი ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლის მთლიანი მოცულობა; გ) მოპოვებული ნახშირწყალბადების განაწილება.“ |
20.
2291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2291. ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში 1. ოპერატორმა ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 2. ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12ა) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“ |
21.
2292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2292. ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის წლიური ანგარიში 1. ოპერატორმა ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №14) უნდა წარმოადგინოს მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. 2. ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ ნავთობის განაწილებისა და ნავთობის რეალიზაციის წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა № 14ა) უნდა წარმოადგინოს სააგარიშო წლის მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე.“ |
22.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 2293 მუხლი:
„მუხლი 2293. გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში 1. ოპერატორმა გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12ბ) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. 2. ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის კვარტალური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12დ) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“ |
23.
დაემატოს შემდეგი შინაარსის 2294 მუხლი:
„მუხლი 2294. გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის წლიური ანგარიში 1.ოპერატორმა გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12გ) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. 2.ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ გაზის განაწილებისა და გაზის რეალიზაციის წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №12ე) უნდა წარმოადგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე.“ |
24.
230-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 230. მოპოვების წლიური ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს მოპოვების წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №13) მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. მოპოვების წლიურ ანგარიშში უნდა იყოს მოცემული: ა) სახელშეკრულებო ფართობის ყოველი ჭაბურღილიდან მოპოვებული ნავთობისა და გაზის მთლიანი მოცულობა; ბ) სახელშეკრულებო ფართობის ყოველი ჭაბურღილიდან მოპოვებული წყლის მთლიანი მოცულობა; გ) მოპოვებული ნახშირწყალბადების განაწილება.“ |
25.
231-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 231. სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების წლიური ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №15) მომდევნო წლის აპრილის ბოლო დღემდე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სამუშაო ჩატარებულ იქნა. ანგარიში უნდა შეიცავდეს ჩატარებული სამუშაოების მოკლე აღწერას, სამუშაოების ჩატარების ადგილს ყოველი ჭაბურღილისა და ნაგებობის განსაზღვრის ჩათვლით, სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების საბოლოო ანგარიშის წარდგენის თარიღს.“ |
26.
232-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 232. სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების საბოლოო ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოების საბოლოო ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №16) კონკრეტულ ჭაბურღილთან ან ნაგებობასთან დაკავშირებული სალიკვიდაციო და/ან აღდგენითი სამუშაოების დამთავრებიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სამუშაოების, მათ შორის ლიკვიდაციაზე ნებართვის განაცხადში აღნიშნული, ან ამ წესებით მოთხოვნილი სამუშაოების აღწერას ან 88-ე მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული ლიკვიდაციის ნებართვის პირობით მოთხოვნილი სამუშაოების შედეგების აღწერას.“ |
27.
233-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა ოპერატორმა უნდა მოამზდოს და წარადგინოს უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შემთხვევის ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №17), ასეთი შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა) შემთხვევის თარიღს, დროსა და ხასიათს; ბ) დაზიანებული პირის ან პირების ვინაობას, მისამართს და ტელეფონის ნომერს; გ) იყო თუ არა დაზარალებული პირი(ები) ოპერატორის, მისი მენარდეს თუ ქვემენარდეს თანამშრომელი, ან პირი, რომელსაც არ ჰქონდა კავშირი ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან; დ) შემთხვევის რეაგირებაზე და შესწავლაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს (სამსახურის, სახლის და მობილურის); ე) ოპერატორისათვის ცნობილი თითოეული პოტენციური მოწმის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს.“ |
28.
235-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყველა ოპერატორმა უნდა წარადგინოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევის შესახებ ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №19) შემთხვევიდან 24 საათის განმავლობაში. ანგარიში უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა) შემთხვევის თარიღს, დროს, ხასიათს და სავარაუდო გამომწვევ მიზეზს; ბ) პოტენციური მოწმეების ვინაობას, მისამართს და ტელეფონის ნომრებს; გ) შემთხვევის ლიკვიდაციაზე და შესწავლაზე პასუხისმგებელი პირის სახელს, მისამართს და ტელეფონის ნომერს (სამსახურის, სახლის და მობილურის).“ |
29.
236-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 236. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევის წლიური ანგარიში ყველა ოპერატორმა უნდა მოამზადოს და წარადგინოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევის წლიური ანგარიში (ანგარიშგების ფორმა №20) მომდევნო წლის აპრილის თვის ბოლო დღემდე. წლიური ანგარიში უნდა შიცავდეს გასული წლის განმავლობაში მომხდარი ყველა მნიშვენლოვანი ეკოლოგიური შემთხვევის დაწვრილებით აღწერილობას.“ |
30.
272-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 272. საინფორმაციო პაკეტი სააგენტო ვალდებულია მოამზადოს საინფორმაციო პაკეტი თითოეული სატენდერო ფართობისათვის. პაკეტი მზად უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების დღეს. ასეთი პაკეტი დადგენილი შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაბეჭდი ან/და ელექტრონული ვერსიის სახით. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო პაკეტის მომთხოვნი პირების კერძო კურიერით მომსახურება, თუ მომთხოვნი პირი წინასწარ ან ადგილზევე გადაიხდის კერძო კურიერის მომსახურების საფასურს.“ |
31.
273-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) განაცხადის შეტანის ინსტრუქციებს ტენდერში მონაწილეებისათვის, მონაწილეობის შენატანის ოდენობისა და მისი გადახდის ფორმის ჩათვლით.“
|
32.
275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თითოეულ განაცხადს თანდართული უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ტენდერში მონაწილეობის შენატანის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“ |
33.
289-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 289. უფლება-მოვალეობების გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები უფლება-მოვალეობების გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი სააგენტოს უნაზღაურებს გადაცემასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს.“ |
34.
ამოღებულ იქნას 226-ე და 294-301-ე მუხლები. |
| მუხლი 2 |
გაუქმდეს ბრძანებით დამტკიცებული ანგარიშგების (№1, №2, №5, №7, №11, №11ა, №13, №18, №20) და ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამუშოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის (№3, №5, №6, №7, №8) ფორმები და მათ ნაცლად დამტკიცდეს:
ა) ანგარიშგების ფორმები (№1, №2, №5, №7, №11, №11ა, №13, №18, №20)დანართი 1; ბ)ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებულ სამუშოებზე უფლებამოსილების მისაღებად განაცხადის ფორმები (№3, №5, №6, №7, №8) დანართი 2. |
| მუხლი 3 |
დაემატოს ანგარიშგების (№12ა, №12ბ, №12გ, №12დ, №12ე, №14ა) ფორმები დანართი 1. |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები