დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/03/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.129.016164 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის №41 დადგენილებაში (სსმ,17/11/2014) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„5. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს ტექნიკურ საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.“; |
ბ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„51. საკრებულოს აპარატის მთავარ სპეციალისტს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) სასურველია ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა, სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ე) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა. ვ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ.ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება; ზ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა საშუალო დონეზე.“; |
გ)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„7. საკრებულოს აპარატის წამყვან სპეციალისტს საკრებულოს სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის საკითხებში მოეთხოვება: ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) სასურველია ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების (დოკუმენტის მიღება, შედგენა, გადაგზავნა) ცოდნა, სააღრიცხვო და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ე) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ვ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.“; |
დ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. გამგებლის თანაშემწეს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია იურიდიული განათლება); ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი; ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ე) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა კარგ დონეზე; ვ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ვ.ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.“; |
ე)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„11. მთავარ სპეციალისტს ვებ-მენეჯერს მოეთხოვება: ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) Adobe Photoshop-ის საწყის დონეზე ცოდნა; ე) სასურველია სოციალური ქსელების მართვის, ადმინისტრირების გამოცდილება;“ |
ვ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„12. მთავარ სპეციალისტს საოქმო, არქივისა და საქმისწარმოების საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია იურიდიული განათლება); ბ) სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება.“; |
ზ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 13 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„13.მთავარ სპეციალისტს გენდერული ურთიერთობის საკითხებში მოეთხოვება: ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;“ |
თ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„61.წამყვან სპეციალისტს სოფლის მეურნეობის საკითხებში მოეთხოვება: ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer-ის კარგ დონეზე ცოდნა.“; |
ი)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლს დაემატოს 91 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„91. წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტს ადმინისტრაციულ ერთეულში მოეთხოვება: ა) სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“ |
კ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„ა) უმაღლესი იურიდიული განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული);“ |
ლ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. საფინანსო-საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილების უფროსს მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის №637 ბრძანება; დ.ბ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; დ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.“. |
მ)
დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული №2 დანართის მე-7 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„11. მთავარ სპეციალისტს საფინანსო საკითხებში მოეთხოვება: ა) უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით); ბ) სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა; დ) დამატებით შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: დ.ა) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის №637 ბრძანება; დ.ბ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; დ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები