დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 87 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 07/04/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016741 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებული ინსტრუქციის: |
1.
დანართი №I-09 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
58-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე ტრანსპორტირებისას ნსაფ-ი არ მოითხოვება. ამ შემთხვევაში, ტრანსპორტირების დოკუმენტად ითვლება სასაქონლო დეკლარაცია.“. |
3.
756 მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში. ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე შესაძლებელია შემოწმდეს შეძენილი საქონელი.“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე უცხოელი უფლებამოსილია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.“; |
გ)
მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საზღვაო ნავსადგურებში უცხოელმა შესაძლებელია დაიბრუნოს საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ, თუ საპასპორტო კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტზე.“; |
დ)
მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უცხოელისათვის დასაბრუნებელი დღგ-ის თანხა იანგარიშება დარიცხული დღგ-ის თანხიდან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის და ბანკის მიერ გაწეული მომსახურების საკომისიოს გამოკლებით.“. |
4.
დანართი №III-26 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
5.
მე-80 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
6.
86-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აქციზის გადამხდელის აქციზისაგან გათავისუფლების საფუძველია „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „პუნქტის საწყობში საქართველოს საქონლის შეტანის ცნობა”. 2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონლის უკან შემოტანის შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი იბეგრება აქციზით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 7 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები