სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018809
  • Word
537
19/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018809
სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №537

2015 წლის 19 მარტი

 ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის (მინერალური წყალი „ფანშეთი“) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის მოთხოვნების დადგენის შესახებ

 „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცე­ბის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-14 პუ­ნქ­ტ­ის საფუძველზე, დადგინდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის ტერიტორიაზე არსე­ბუ­ლი მინერალუ­რი წყალის – „ფანშეთის“ საბადოზე არსებულ მე-2, მე-3 და მე-4 ჭაბურღილებზე სასარგებლო წიაღისეულ­ის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის შემდეგი მოთ­ხო­ვნები:

       1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის ტერიტორიაზე უზრუნველყოს მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის (წყლის ჩამოსასხმელი საამქრო, დამხმარე ნაგებობები: ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო სათავსოები, საწარმოო ლაბორატორია და ყველა სხვა ნაგებობა, რომლის არსებობაც საჭიროა წყლის ჩამოსასხმელი საწარმოს გამართული ფუნქციონირებისათვის) მშენებლობა და ფუნქციონირების დაწყება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) წლის ვადაში;

       ბ) უზრუნველყოს საწარმოში საქართველოს მოქალაქეების (სასურველია ადგილობრივი მოსახლეობის) დასაქმება, დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 30%-ის ოდენობით;

       გ) უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეტამდე მისასვლელი გზისა და გზის გასწვრივ მიწაყრილის მოწყობა გზის სავალი ნაწილის დაცვის მიზნით;

       დ) სოფელ ფანშეთში ააშენოს დახურული ტიპის სპორტული დარბაზი და ღია ტიპის სპორტული სათამაშო მოედანი;

       ე) ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, ააშენოს მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტი.

       2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი