დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 533 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018806 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №533
2015 წლის 17 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის N303 დადგენილებით დამტკიცებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 20 მარტიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით ჩასატარებელი კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის გამოყოფილი ასიგნებებით 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები