დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 527 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018798 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №527
2015 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტროსათვისსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელიპროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
1. სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ 204878542) კაპიტალის გაზრდის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი, მათ შორის:
ა) 6 684 504 (ექვსი მილიონ ექვსას ოთხმოცდაოთხი ათას ხუთას ოთხი) ლარი – 2015 წელს ქ. თბილისში გასამართი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) 315 496 (სამას თხუთმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი – 2017 წელს საქართველოში გასამართი, ხელბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისათვის შესაბამისი სტანდარტების ორი სპორტის სასახლის (ბათუმსა და თელავში) მოსაწყობად საჭირო საპროექტო სამუშაოების დასაფინანსებლად.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარის ფარგლებში, შპს „სპორტმშენსერვისმა“ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები