დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018836 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №524
2015 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“ საქართველოსკანონის36-ემუხლისმე-2 პუნქტისშესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფოსაკუთრებაშიარსებული,ამგანკარგულებისდანართშიმითითებული არასასოფლო-სამეურნეოდანიშნულების მიწის ნაკვეთები, საქართველოს მთავრობას, CLEAN ENERGY INVEST AS-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით (2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული „I სეგმენტის ჰიდროელექტროსადგურების“ (შუახევის და სხალთის ჰიდროელექტროსადგურების), ამავე შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად, აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 (ოთხმოცდაცხრამეტი) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 1 (ერთი) ლარად, გადასცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №404401438).
2. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით,უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები