„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 23/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016112
2
23/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
300320000.16.009.016112
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2015 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე–4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 30 ივლისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 05.08.2014, 300320000.16.009.016091) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების  მეთოდოლოგიის“:

ა) მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის:

ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება – აქტივის თვითღირებულებას (ამ აქტივზე განხორციელებული ინვესტიციის გათვალისწინებით) გამოკლებული დაგროვილი  ცვეთა/ამორტიზაცია;“;

ა.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დანახარჯების აუდიტი – რეგულირების მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც კომისიის მიერ (უშუალოდ კომისიის ან/და კომისიის მიერ მოწვეული ნეიტრალური მხარის მიერ) მოწმდება საწარმოს დანახარჯები და ფინანსური შედეგები და განისაზღვრება რეგულირებადი დანახარჯების ბაზა;“;

ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ინვესტიცია - აქტივის შექმნის, შეძენის ან/და რეაბილიტაციისათვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები;“;

ა.დ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) მესამე მხარე –  ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის: სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა), გარდა საწარმოს წილის მფლობელისა, რომელიც საწარმოზე გასცემს სუბსიდიას, გრანტს, იხდის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურს ან/და საწარმოს უსასყიდლოდ გადასცემს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს;“;

ა.ე) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი:

„ც1) საბრუნავი კაპიტალი (WC) – საწარმოს საოპერაციო, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების დაფინანსებისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა;“;

ა.ვ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ხ)  საოპერაციო დანახარჯები (OPEX) – ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციასა და მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აგრეთვე ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დანახარჯები;“;

ა.ზ) „ჯ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჯ) სატარიფო განაცხადი – კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის  ფორმები, რომლებშიც ასახულია საწარმოს სატესტო წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები, აგრეთვე ტარიფის გაანგარიშების წელს და სატარიფო წელს განსახორციელებელი ინვესტიციების გეგმა;“;

ა.თ) „ჰ6“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქიით:

„4. სატარიფო რეგულირების პერიოდში კომისიის მიერ ტარიფები დგინდება ყოველწლიურად და მოქმედებს 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარდა ამ მეთოდოლოგიის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა.“.

გ) მე–7 მუხლის:

გ.ა) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივის ღირებულება არ დგინდება ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული მეთოდით, კომისია იყენებს აქტივის აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს.“;

გ.ბ) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების სხვა საწარმოზე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია შესაბამისი ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინებს აქტივის ხელმეორედ გაყიდვის ღირებულებას და იხელმძღვანელებს აქტივის ისტორიული ღირებულებით.“;

გ.გ) მე–11 პუნქტის:

გ.გ.ა. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება მესამე მხარის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. ასეთი აქტივები საწარმოს მიერ უნდა აღირიცხოს განცალკევებულად;“;

გ.გ.ბ. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაფასების რეზერვი, გარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას წარმოქმნილი გადაფასების რეზერვისა.“;

გ.დ) მე–11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ პუნქტი:

„111. კომისია უფლებამოსილია რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ გაითვალისწინოს საწარმოს წილის მფლობელის მიერ კაპიტალში შეტანილი მესამე მხარისაგან გადაცემული აქტივი, თუ საწარმოს წილის მფლობელს ან მესამე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ან საწარმო, რომლის წილის არანაკლებ 50%-ს ფლობს სახელმწიფო.“;

გ.ე) მე–14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის ბოლოს იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RAB(t+1) =TA(t-1) + IA(t-1) - TP(t-1) - RA(t-1,t,t+1) + pINV(t,t+1) - pD(t,t+1) - pTP(t,t+1) + pDTP(t,t+1)    (3),

სადაც:

RAB(t+1)      – რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის ბოლოს (ლარი);

TA(t-1)        – მატერიალური აქტივების ღირებულება სატესტო წლის ბოლოს (ლარი);

IA(t-1)        – არამატერიალური აქტივების ღირებულება სატესტო წლის ბოლოს (ლარი);

TP(t-1)       – მესამე მხარის დაფინანსებით  შექმნილი აქტივების ღირებულება სატესტო წლის ბოლოს (ლარი);

RA(t-1,t,t+1) – სატესტო წელს ექსპლუატაციიდან გასული და ტარიფის გაანგარიშების და სატარიფო წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ექსპლუატაციიდან გასასვლელი აქტივების ღირებულება და გაუფასურების ზარალის ღირებულება სატესტო წლისთვის (ლარი);

pINV(t,t+1)  – კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული (დაგეგმილი) აქტივების ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისა და სატარიფო წლისთვის (ლარი);

pD(t,t+1)     – წლიური ცვეთა/ამორტიზაცია ტარიფის გაანგარიშების წლისა და სატარიფო წლისთვის, რომელიც ერიცხება არსებულ და დაგეგმილ მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს (ლარი);

pTP(t,t+1)    – მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების ღირებულება ტარიფის გაანგარიშების წლისა და სატარიფო წლისთვის (ლარი);

pDTP(t,t+1) – მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ აქტივებზე დარიცხული წლიური ცვეთა/ამორტიზაცია ტარიფის გაანგარიშების წლისა და სატარიფო წლისთვის (ლარი).“.

დ) მე–8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ამოღებული იქნეს.

დ.ბ) მე–2–მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ  ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი მეთოდით განსაზღვრული, კომისიის მიერ დამტკიცებული "სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის  ნორმები".

3. 2014 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით  კომისია ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არ არსებობის შეთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშების წესი.“.

ე) მე–9 მუხლის მე–5–მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისიის მიერ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) განსაზღვრისათვის სესხის წილი (g) მთლიან კაპიტალში გაითვალისწინება 60%-ის ოდენობით.

6. სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf), ბაზრის რისკის პრემია (rm - rrf), სექტორული რისკის ფაქტორი (β) და სესხის პრემია (DP) ყოველი სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის არის ფიქსირებული. კომისია ურისკო საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო გრძელვადიან საერთაშორისო ობლიგაციებზე ვადის გასვლამდე წლიური შემოსავლის ოდენობით, ხოლო ბაზრის რისკის პრემიას და სესხის პრემიას საექსპერტო დასკვნების ან/და შედარებითი ანალიზის საფუძველზე.“.

ვ) მე–10 მუხლის

ვ.ა) მე–3–მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების (მათ შორის: მიმდინარე რემონტის, შენახვა-ექსპლუატაციისა და სხვა დანახარჯების) ანაზღაურებას.

4. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისათვის საჭირო დანახარჯის ანაზღაურებას ამ მეთოდოლოგიის მე-121 მუხლის შესაბამისად.“

ვ.ბ) მე–6–მე–7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს არ გააჩნია სატესტო წლის ფაქტობრივი მონაცემები ან ტარიფის გაანგარიშების წელს საწარმოს ლიცენზიაში განხორციელდა არსებითი ცვლილებები, კომისია უფლებამოსილია ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს საწარმოს საპროგნოზო ტექნიკურ–ეკონომიკური მონაცემები, რომლებსაც მიიჩნევს დასაბუთებულად, გონივრულად და სამართლიანად.

7.  სატარიფო წლისთვის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია ეყრდნობა საწარმოს სატესტო წლის (კონტროლირებადი საოპერაციო დანახარჯებისათვის - საბაზისო წლის) ფაქტობრივ ფინანსურ მონაცემებს და ტექნიკური სახის ინფორმაციას, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით, დამოწმებული საწარმოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ.“.

ზ)  მე–11 მუხლის მე–3–მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტარიფის გაანგარიშების წლისთვის (t) ინფლაციის (CPIt) საშუალო წლიურ მაჩვენებლად აიღება სატესტო წლის (t–1) ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილება წინა წლის (t–2) ინფლაციის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან.

4. სატარიფო წლისთვის (t+1) ინფლაციის (CPI(t+1)) საშუალო წლიურ მაჩვენებლად აიღება ტარიფის გაანგარიშების წლის (t) ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებლის პროცენტული ცვლილება სატესტო წლის (t–1) ინფლაციის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან.“.

თ) მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ მუხლი:

„მუხლი 121. საბრუნავი კაპიტალი

1. კომისია სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის ოდენობას, რომელიც მოიცავს საწარმოს საოპერაციო, აგრეთვე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული დანახარჯების და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

WC (t+1) = (ARD – APDopex) / 365 × OPEX(t+1) + (ARD – APD vat) / 365 × nVAT(t+1)  (81)

სადაც:

WC(t+1)    –  საბრუნავი კაპიტალის ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი);

ARD        – დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე);

APDopex  – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა (დღე);

APDvat     – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში - საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი (დღე);

OPEX(t+1) – საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

nVAT(t+1)  – სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხებს შორის (ლარი).

2. ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება განხორცილდება ელექტრონერგიის შესყიდვის სეზონური ღირებულების გათვალისწინებით.

3. საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში აისახება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გაანგარიშებული საბრუნავი კაპიტალის (WC) ოდენობის კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებაზე (WACC) ნამრავლით მიღებული დანახარჯი.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გაანგარიშებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა (WC) უარყოფითი რიცხვია, საწარმოს სატარიფო წლის საბრუნავი კაპიტალის ოდენობა ნულის ტოლია.“.

ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. დანახარჯების გადანაწილება (ალოკაცია)

1. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას და, ამასთან, არარეგულირებად საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, სატესტო წლის შემოსავლები და დანახარჯები თითოეული რეგულირებადი და არარეგულირებადი საქმიანობის, ხოლო აქტივების ღირებულება თითოეული რეგულირებადი საქმიანობების მიხედვით კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით.

2. ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრინციპის გათვალისწინებით, საწარმო  ვალდებულია სატესტო წლის პირდაპირი დანახარჯები მიაკუთვნოს ძაბვის შესაბამის საფეხურს, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები მიაკუთვნოს ძაბვის თითოეულ საფეხურს და დაასაბუთოს მიკუთვნების მეთოდის გონივრულობა და სამართლიანობა.

3. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით საწარმოს მიერ გამოყენებულ ალოკაციის მეთოდს (მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით) და გამოიყენოს დანახარჯების და აქტივების ღირებულების გადანაწილების სხვა მეთოდი.

4. ამ მეთოდოლოგიის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრინციპის გათვალისწინებით, კომისიის მიერ დანახარჯების გადანაწილება ძაბვის საფეხურებს შორის განხორციელდება დანახარჯების კასკადირების მეთოდით (დანართი №1).”.  

კ) მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ელექტროენერგიის  რაოდენობა და შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასი“.

ლ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18.   ტარიფების კორექტირების პრინციპები და ძირითადი მექანიზმები

1. წინამდებარე მეთოდოლოგია ტარიფის გაანგარიშებისას ითვალისწინებს დაგეგმილი მაჩვენებლების (რეგულირებადი აქტივების ღირებულება, შესყიდული და განაწილებული (გატარებული) ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება და სხვა) ასახვას რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში. შესაბამისად, კომისია სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლისთვის ტარიფების კორექტირებას განახორციელებს დანახარჯების კორექტირების მაჩვენებლით.

2. ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირება ხორციელდება ელექტროენერგიის განაწილების ტარიფის ან/და ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირების შედეგად.“.

მ) მე–19 მუხლის:

მ.ა) პირველი პუნქტის:

მ.ა.ა. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  კაპიტალური დანახარჯები;“;

მ.ა.ბ. „ე“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.

მ.ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CORR (t+1) = cRRAB(t+1) + cD(t+1)  - cRev(t+1) + cCNL(t+1)       (13),

სადაც:

CORR (t+1)    – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი სატარიფო წლისთვის (ლარი);

cRRAB(t+1)   – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ფაქტობრივ და დაგეგმილ ამონაგებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი);

cD(t+1)    – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ცვეთის ფაქტობრივ და დაგეგმილ ღირებულებებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს  (ლარი);

cRev(t+1)  – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ფაქტობრივად განაწილებული და დაგეგმილი გასანაწილებელი ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი);

cCNL(t+1)     – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების ფაქტობრივ და დაგეგმილ ღირებულებებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი).

მ.გ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–3 პუნქტი:

„3. კომისია უფლებამოსილია საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების არარეგულირებად საქმიანობაში გამოყენებიდან და ექსპლუატაციიდან გასული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით, საწარმოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებიდან მიღებულ შემოსავალსა და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის დადებითი სხვაობით, აგრეთვე მესამე მხარისაგან საწარმოს მიერ საოპერაციო დანახარჯების დაფინანსების მიზნით მიღებული სახსრებით (სრულად ან ნაწილობრივ).“.

ნ)  მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საწარმოს მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება განსხვავდება დაგეგმილი ინვესტიციების ღირებულებისაგან, ტარიფის კორექტირება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  მეთოდოლოგიის მე-7  მუხლში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.“.

ო)  21–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლისთვის საწარმოს მიერ ფაქტობრივად განაწილებული და გატარებული ელექტროენერგია განსხვავდება დაგეგმილი რაოდენობისაგან, მაშინ საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირება იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

cREV (t+1) = [(aE (t–1) – pE (t–1)) × T(t–1) ] × (1 + WACC (t–1)) × (1 + WACCt)   (16),

სადაც:

cREV (t+1)  – შემოსავლების კორექტირებული ოდენობა (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aE(t–1)     – განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (t–1) პერიოდისთვის (კვტსთ);

pE(t–1)   – გასანაწილებელი და გასატარებელი ელექტროენერგიის დაგეგმილი რაოდენობა (t–1) პერიოდისთვის (კვტსთ);

T(t–1)     – ტარიფი (t–1) პერიოდისთვის (თეთრი/კვტსთ);

WACC   – დროში ფულის ღირებულების  განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).“.

პ) 22–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  თუ სატარიფო რეგულირების პერიოდის თითოეული წლისთვის საწარმოს მიერ ფაქტობრივად განაწილებული და გატარებული ელექტროენერგია განსხვავდება დაგეგმილი რაოდენობისაგან, კომისია უზრუნველყოფს საწარმოს ფაქტობრივად განაწილებულ და გატარებულ ელექტროენერგიაზე დანაკარგების განსაზღვრას დადგენილი ნორმატიული მაჩვენებლით და ახდენს ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების ღირებულების კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

cCNL(t+1) = [(aEდანაკ(t-1) ×  aP საშ(t–1) – pEდანაკ(t-1)  × pPსაშ(t–1))] × (1 + WACC (t–1)) × (1+WACC t)  (17),

სადაც:

cCNL(t+1)   – ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული ღირებულება (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aEდანაკ(t-1) – ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების კორექტირებული რაოდენობა (t–1) პერიოდისთვის, რომელიც იანგარიშება ამ მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად (კვტსთ);

pEდანაკ(t-1)  – ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დაგეგმილი რაოდენობა  (t–1) პერიოდისთვის (კვტსთ);

 aPსაშ(t-1)     – ელექტროენერგიის შესყიდვის ფაქტობრივი საშუალო შეწონილი ფასი (t–1) პერიოდისთვის (თეთრი/კვტსთ);

 pPსაშ(t–1)    – ელექტროენერგიის შესყიდვის დაგეგმილი საშუალო შეწონილი ფასი (t–1) პერიოდისთვის (თეთრი/კვტსთ);

WACC         – დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).“.

ჟ) 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირება

1. თუ სატარიფო წელს საწარმოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფაქტობრივი საშუალო შეწონილი ფასი განსხვავდება დაგეგმილი ფასისაგან, კომისია უფლებამოსილია განახორციელოს მომდევნო სატარიფო წლის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირება ელექტროენერგიის შესყიდვის ფაქტობრივ და დაგეგმილ საშუალო შეწონილ ფასთა შორის სხვაობით, ამ მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული დროში ფულის ღირებულების პრინციპის  გამოყენებით.

2. ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირება ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

ა) შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობასა და ღირებულებას;

ბ) შესყიდული გარანტირებული სიმძლავრის, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ღირებულებას.

3. ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასის კორექტირება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება საშუალო შეწონილი ფასის დაგეგმილსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის განპირობებულია საწარმოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

4. კომისია უფლებამოსილია ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანგარიშებული და სატარიფო წლისთვის დადგენილი ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფის კორექტირება ელექტროენერგიის შესყიდვის საშუალო შეწონილი ფასით, განახორციელოს ამავე სატარიფო წლის განმავლობაში ერთხელ.“.

რ)  27–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მეთოდოლოგიის IV თავით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება პირველი სატარიფო რეგულირების პერიოდის მეორე კალენდარული წლიდან (გარდა მე–19 მუხლის მე-3 პუნქტით და 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა) ტარიფის გაანგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში, ხოლო მე–19 მუხლის მე-3 პუნქტით და 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება მეთოდოლოგიის ძალაში შესვლიდან ტარიფის გაანგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში.“.

2. დადგენილების მე–2 პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“:

ა) მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის:

ა.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) აქტივის წმინდა საბალანსო ღირებულება – აქტივის თვითღირებულებას (ამ აქტივზე განხორციელებული ინვესტიციის გათვალისწინებით) გამოკლებული  დაგროვილი  ცვეთა/ამორტიზაცია;“;

ა.ბ)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დანახარჯების აუდიტი – რეგულირების მექანიზმები, რომელთა გამოყენებითაც კომისიის მიერ (უშუალოდ კომისიის ან/და კომისიის მიერ მოწვეული ნეიტრალური მხარის მიერ) მოწმდება საწარმოს დანახარჯები და ფინანსური შედეგები და განისაზღვრება რეგულირებადი დანახარჯების ბაზა;“;

ა.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ა.დ)  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ინვესტიცია – აქტივის შექმნის, შეძენის ან/და რეაბილიტაციისათვის განხორციელებული კაპიტალური დაბანდებები;“;

ა.ე) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მესამე მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (მათ შორის: სახელმწიფო, მომხმარებელი და სხვა), გარდა საწარმოს წილის მფლობელისა, რომელიც საწარმოზე გასცემს სუბსიდიას, გრანტს, იხდის ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე მიერთების საფასურს ან/და საწარმოს უსასყიდლოდ გადასცემს მატერიალურ და არამატერიალურ აქტივს;“;

ა.ვ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1) საბრუნავი კაპიტალი – საწარმოს საოპერაციო დანახარჯების დაფინანსებისათვის კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობა;“;

ა.ზ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საოპერაციო დანახარჯები (OPEX) - წარმოების, გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო დანახარჯები, ასევე ამ მეთოდოლოგიის მიზნებისთვის, რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დანახარჯები;“;

ა.თ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) სატარიფო განაცხადი – კომისიის მიერ დამტკიცებული განაცხადის  ფორმები, რომლებშიც ასახულია საწარმოს სატესტო წლის ფინანსური და ტექნიკური მონაცემები, აგრეთვე ტარიფის გაანგარიშების წელს განხორციელებული ინვესტიციები;“;

ა.ი) „ჰ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) მე–4 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ.ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის მიერ ტარიფები დგინდება ყოველწლიურად, კონკრეტული საწარმოსთვის ინდივიდუალურად  და მოქმედებს ერთი წლის ვადით, გარდა ამ მეთოდოლოგიის მე–20 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა.“.

გ) მე–7 მუხლის:

გ.ა) მე–2–მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივის ღირებულება არ დგინდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მეთოდით, კომისია იყენებს აქტივის აღდგენითი ღირებულებით შეფასების მეთოდს.

3. საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების სხვა საწარმოზე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია შესაბამისი ტარიფის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინებს აქტივის ხელმეორედ გაყიდვის ღირებულებას და იხელმძღვანელებს აქტივის ისტორიული ღირებულებით.“.

გ.ბ)  მე–5 პუნქტის:

გ.ბ.ა. „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა მესამე მხარის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით. ასეთი აქტივები საწარმოს მიერ უნდა აღირიცხოს განცალკევებულად;“;

გ.ბ.ბ. „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გადაფასების რეზერვი, გარდა სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას წარმოქმნილი გადაფასების რეზერვისა.“.

გ.გ) მე–5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. კომისია უფლებამოსილია რეგულირებადი აქტივების ბაზაში არ გაითვალისწინოს საწარმოს წილის მფლობელის მიერ კაპიტალში შეტანილი მესამე მხარისაგან გადაცემული აქტივი, თუ საწარმოს წილის მფლობელს ან მესამე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო ან საწარმო, რომლის წილის არანაკლებ 50%-ს ფლობს სახელმწიფო.“.

გ.დ) მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის დასაწყისისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RAB start(t+1)  = RAB end(t-1)  + INVt  - Dt     (3),

სადაც:

RABstart(t+1) - რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატარიფო წლის (t+1) დასაწყისში (ლარი);

RABend(t-1)   - რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულება სატესტო წლის (t-1) ბოლოს (ლარი);

INVt           - ტარიფის გაანგარიშების წელს (t) ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიცია, რომელსაც კომისია მიიჩნევს დასაბუთებულად და გონივრულად (ლარი);

 Dt              - სატესტო წლის ბოლოს არსებული რეგულირებადი აქტივების ბაზის ტარიფის გაანგარიშების წლის (t) ცვეთა/ამორტიზაცია (ლარი).“

დ)  მე–8 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ.ბ) მე–2–მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით გამოიყენება ცვეთის წრფივი მეთოდით განსაზღვრული, კომისიის მიერ დამტკიცებული "სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების რეგულირებადი აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის  ნორმები".

3. 2014 წლის 1 იანვრამდე ექსპლუატაციაში შესულ აქტივებთან დაკავშირებით კომისია ითვალისწინებს საწარმოს მიერ გამოყენებულ ცვეთა/ამორტიზაციის ნორმებს, ხოლო ამ ინფორმაციის არ არსებობის შეთხვევაში კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საამორტიზაციო ანარიცხების გაანგარიშების წესი.“.

ე)  მე–9 მუხლის მე–4–მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) განსაზღვრისათვის სესხის წილი (g) მთლიან კაპიტალში გაითვალისწინება 60%-ის ოდენობით.

5. კომისია ურისკო საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო გრძელვადიან საერთაშორისო ობლიგაციებზე ვადის გასვლამდე წლიური შემოსავლის ოდენობით, ხოლო ბაზრის რისკის პრემიასა და სესხის პრემიას საექსპერტო დასკვნების ან/და შედარებითი ანალიზის საფუძველზე.“.

ვ)  მე–10 მუხლის:

ვ.ა) პირველი–მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატარიფო წლისთვის საოპერაციო დანახარჯების გაანგარიშებისას გამოიყენება სატესტო წლის მონაცემები. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დანახარჯების გაანგარიშებისას გამოიყენება ტარიფის გაანგარიშების წლის მონაცემები.

2. სატარიფო წლისთვის ტარიფის გაანგარიშებისას გაითვალისწინება ის საოპერაციო დანახარჯები, რომლებიც დასაბუთებული, გონივრული და სამართლიანია.

3. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს არ გააჩნია ფაქტობრივი მონაცემები, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს საწარმოს სატარიფო განაცხადით განსაზღვრული ტექნიკურ–ეკონომიკური საპროგნოზო მონაცემები სატარიფო წლისთვის. კომისია უფლებამოსილია ასეთ შემთხვევაში გაითვალისწინოს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებსაც მიიჩნევს დასაბუთებულად, გონივრულად და სამართლიანად.“;

ვ.ბ) მე–5–მე–7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილი აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების (მათ შორის: მიმდინარე რემონტის, შენახვა–ექსპლუატაციისა და სხვა დანახარჯების) ანაზღაურებას.

6. საოპერაციო დანახარჯები უზრუნველყოფს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებისათვის საჭირო დანახარჯის ანაზღაურებას ამ მეთოდოლოგიის მე-101 მუხლის შესაბამისად.

7. სატარიფო წლისთვის ტარიფის გაანგარიშებისას კომისია ეყრდნობა საწარმოს ფაქტობრივ ფინანსურ მონაცემებს და ტექნიკური სახის ინფორმაციას, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით, დამოწმებული საწარმოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ.“.

ზ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „101“ მუხლი:

„მუხლი 101. საბრუნავი კაპიტალი

1. კომისია სატარიფო წლისთვის განსაზღვრავს საწარმოს საბრუნავი კაპიტალის ოდენობას, რომელიც მოიცავს საწარმოს საოპერაციო დანახარჯების და დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილს და იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

          WC (t+1) = (ARD – APDopex) / 365 × OPEX(t+1) + (ARD – APD vat) / 365 × nVAT(t+1)  (61)

სადაც:

WC(t+1)     – საბრუნავი კაპიტალის ოდენობა სატარიფო წლისთვის (ლარი);

ARD         – დებიტორული დავალიანების დაფარვის დღე, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა (დღე);

APDopex   – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე საოპერაციო დანახარჯებთან მიმართებაში, მაგრამ არაუადრეს საანგარიშო თვის 10 რიცხვისა (დღე);

APDvat   – კრედიტორული დავალიანების დაფარვის დღე დამატებული ღირებულების გადასახადთან მიმართებაში - საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვი (დღე);

OPEX(t+1) – საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

nVAT(t+1) – სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხასა და ჩასათვლელ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხებს შორის (ლარი).

2. საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში აისახება ამ მუხლის პირველი პუნქტით გაანგარიშებული საბრუნავი კაპიტალის (WC) ოდენობის კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებაზე (WACC) ნამრავლით მიღებული დანახარჯი.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გაანგარიშებული საბრუნავი კაპიტალის ოდენობა (WC) უარყოფითი რიცხვია, საწარმოს სატარიფო წლის საბრუნავი კაპიტალის ოდენობა ნულის ტოლია.“.

თ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. დანახარჯების გადანაწილება (ალოკაცია)

1. თუ საწარმო ეწევა ერთზე მეტ რეგულირებად საქმიანობას და, ამასთან, ეწევა არარეგულირებად საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, სატესტო წლის შემოსავლები და დანახარჯები თითოეული რეგულირებადი და არარეგულირებადი საქმიანობის, ხოლო აქტივების ღირებულება თითოეული რეგულირებადი საქმიანობის მიხედვით კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებულად, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმებით.

2. ამ მეთოდოლოგიის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პრინციპის გათვალისწინებით, გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია სატესტო წლის პირდაპირი დანახარჯები მიაკუთვნოს ძაბვის შესაბამის საფეხურს, ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები ძაბვის თითოეულ საფეხურს და დაასაბუთოს მიკუთვნების მეთოდის გონივრულობა და სამართლიანობა.

3. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით საწარმოს მიერ გამოყენებულ ალოკაციის მეთოდს (მისი დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით) და  გამოიყენოს დანახარჯების და აქტივების ღირებულების გადანაწილების სხვა მეთოდი.“.

ი) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 13. ელექტროენერგიის  რაოდენობა

კომისია ტარიფებს ადგენს სატარიფო წლისთვის დაგეგმილი ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის განსაზღვრისთვის კომისია ეყრდნობა ელექტროენერგიის რაოდენობის ფაქტობრივ მონაცემებს ან სატარიფო წლისთვის დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსებს.”.

კ) მე-15 მუხლის:

კ.ა) მე–8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Tცვლ (t+1)        – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი (თეთრი/კვტსთ);

OPEXცვლ(t+1) – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ცვლადი საოპერაციო დანახარჯები სატარიფო წლისთვის (ლარი);

cFC(t+1)         – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დანახარჯის, ამ მეთოდოლოგიის მე-20 მუხლის 11 ან 12 პუნქტით განსაზღვრული  კორექტირებული ოდენობა (ლარი);

Eგაც(t+1)        – გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა სატარიფო წლისთვის (კვტსთ).

კ.ბ) მე-9–მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“.

ლ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი

1.   ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატისათვის გადაცემის საქმიანობაზე დგინდება ელექტროენერგიის გადაცემის  ტარიფები.

2. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფები დგინდება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ძაბვის შემდეგი საფეხურების მიხედვით:

ა) 500 კილოვოლტ ძაბვაზე;

ბ) 400 კილოვოლტ ძაბვაზე;

გ) 220-110-35-10-6 კილოვოლტ ძაბვაზე.

3. გადაცემის ტარიფი სატარიფო წლისთვის იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Ti გადაც(t+1) – ძაბვის i-ური საფეხურის გადაცემის ტარიფი (თეთრი/კვტსთ);

RCB i (t+1)  – გადაცემის ლიცენზიატის რეგულირებადი დანახარჯების ბაზის ღირებულება ძაბვის i-ურ საფეხურზე სატარიფო წლისთვის  (t+1) (ლარი);

Ei გადაც(t+1) – ძაბვის i-ურ საფეხურზე გადამცემი ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული ელექტროენერგიის მთლიანი რაოდენობა, ხოლო სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის განკუთვნილი ახალი 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ტარიფის გაანგარიშებისას ამ ხაზით ექსპორტირებული ელექტროენერგიის მთლიანი რაოდენობა  (კვტსთ);

i                  – გადამცემი ქსელის ძაბვის შესაბამისი საფეხური.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტარიფის გაანგარიშებისას კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს გადაცემის ლიცენზიატის მიერ საქართველოს ტერიტორიის გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტიდან მიღებული ან მისაღები შემოსავლები. ასეთ შემთხვევაში ტრანზიტიდან მიღებული ან მისაღები შემოსავლებით შემცირდება გადაცემის ლიცენზიატის რეგულირებადი დანახარჯების  ბაზა.

მ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ტარიფების კორექტირების პრინციპები და ძირითადი მექანიზმები

„1. წინამდებარე მეთოდოლოგია ტარიფის გაანგარიშებისას ითვალისწინებს დაგეგმილი მაჩვენებლების ასახვას რეგულირებადი დანახარჯების ბაზაში. შესაბამისად, კომისია სატარიფო წლისთვის ტარიფების კორექტირებას განახორციელებს დანახარჯების კორექტირების მაჩვენებლით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:

ა) კაპიტალური დანახარჯები;

ბ) საოპერაციო დანახარჯები;

გ) ელექტროენერგიის რაოდენობა.

2. დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

CORR(t+1) = cRRAB(t+1) + cD(t+1) + cOPEX(t+1) - cREV(t+1)    (16),

სადაც:

CORR(t+1)   – დანახარჯების კორექტირების მაჩვენებელი სატარიფო წლისთვის (t+1) (ლარი);

cRRAB(t+1) – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია რეგულირებადი აქტივების ბაზაზე ფაქტობრივ და დაგეგმილ ამონაგებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი);

 cD(t+1)      – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ცვეთის ფაქტობრივ და დაგეგმილ ღირებულებებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი);

cOPEX(t+1)  – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ფაქტობრივ და დაგეგმილ საოპერაციო დანახარჯებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი);

cREV(t+1) – სხვაობა, რომელიც გამოწვეულია ელექტროენერგიის ფაქტობრივ და დაგეგმილ რაოდენობებს შორის სხვაობით, რომელიც აისახება სატარიფო წელს (ლარი).

3. კომისია უფლებამოსილია საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შეამციროს საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახული აქტივების და რეგულირებად საქმიანობაში დასაქმებული ადამიანური რესურსების არარეგულირებად საქმიანობაში გამოყენებიდან და ექსპლუატაციიდან გასული აქტივის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით, საწარმოს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებიდან მიღებულ შემოსავალს და მიერთებაზე გაწეულ დანახარჯებს შორის დადებითი სხვაობით, აგრეთვე მესამე მხარისაგან საწარმოს მიერ საოპერაციო დანახარჯების დაფინანსების მიზნით მიღებული სახსრებით (სრულად ან ნაწილობრივ).“.

ნ) მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „191“ მუხლი:

„მუხლი 191. კაპიტალური დანახარჯების  კორექტირება

1. თუ საწარმოს მიერ ტარიფის გაანგარიშების წელს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება განსხვავდება ტარიფში ასახული ინვესტიციების ღირებულებისაგან, ტარიფის კორექტირება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიის მე-7 მუხლში ასახული პრინციპების გათვალისწინებით.

2. საწარმოს კაპიტალური დანახარჯების კორექტირება იანგარიშება შემდეგი ფორმულებით:

cRRAB (t+1) = [(aRABstarts (t) – pRABstarts (t)) × WACCt] × (1 + WACCt) (161),

სადაც:

cRRAB(t+1)    – ამონაგების კორექტირებული ღირებულება (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aRABstarts(t)  – რეგულირებადი აქტივების ბაზის ფაქტობრივი ღირებულება (t) პერიოდისთვის (ლარი);

pRABstarts(t) – რეგულირებადი აქტივების ბაზის დაგეგმილი ღირებულება (t) პერიოდისთვის (ლარი);

WACC           –  დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).

cD(t+1)  = (aDt – pDt) × (1 + WACCt)     (162),

 სადაც:

cD(t+1)    – კორექტირებული წლიური ცვეთის ღირებულება (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aD t        – ფაქტობრივი წლიური ცვეთის ღირებულება (t) პერიოდისთვის (ლარი);

pD t        – დაგეგმილი  წლიური ცვეთის ღირებულება (t) პერიოდისთვის (ლარი);

WACC   – დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).“.

   ო) მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–12 პუნქტები:

„11. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დაგეგმილი ფასის, უცხოური ვალუტის კურსთან მიმართებაში ლარის კურსის და სათბობის ხვედრითი ხარჯის მაჩვენებლის ცვლილების შემთხვევაში, კომისია უზრუნველყოფს გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებას შემდეგი ფორმულით:

cFC(t+1) =[(aVt × (aEXCt × aPt- pEXCt × pPt))+ (aEt × pPt × pEXCt × (aEFFt – pEFFt))] × (1 + WACCt) (171),

სადაც:

cFC(t+1)      - სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებული ოდენობა (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aV t             - შესყიდული სათბობის ფაქტობრივი მოცულობა (t) პერიოდისთვის (მ3);

aEXC t        - ვალუტის ფაქტობრივი გაცვლითი კურსი (t) პერიოდისთვის;

aP t             - სათბობის შესყიდვის ფაქტობრივი სახელშეკრულებო ფასი (t) პერიოდისთვის (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

pEXC t        - ვალუტის დაგეგმილი გაცვლითი კურსი (t) პერიდოდისთვის;

pP t            - სათბობის შესყიდვის დაგეგმილი სახელშეკრულებო ფასი (t) პერიოდისთვის (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

aE(t)           - სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (t) პერიოდისთვის (კვტსთ);

aEFF(t)       - სათბობის ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯი (t) პერიოდისთვის  (მ3/კვტსთ);

pEFF(t)      - სათბობის დაგეგმილი ხვედრითი ხარჯი (t) პერიოდისთვის (მ3/კვტსთ);

WACC     - დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).“.

12. კომისია უფლებამოსილია, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის (ბუნებრივი აირი, მაზუთი, ქვანახშირი) შესყიდვის დაგეგმილი ფასის, უცხოური ვალუტის კურსთან მიმართებაში ლარის კურსის და სათბობის ხვედრითი ხარჯის მაჩვენებლის არსებითი ცვლილების შემთხვევაში, განახორციელოს სატარიფო წლისთვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ერთხელ კორექტირება, გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოებისათვის საჭირო სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებით შემდეგი ფორმულის საფუძველზე:

cFC t  =[(aV t × (aEXC t × aP t  - pEXC t × pP t))+ (aEt × pPt × pEXCt×(aEFFt – pEFFt))] ×(1 +WACC t )n/12 (172),

სადაც:

cFC t      - სათბობის შესყიდვის დანახარჯის კორექტირებული ოდენობა (t) პერიოდისთვის (ლარი);

aVt         - შესყიდული სათბობის ფაქტობრივი მოცულობა შესაბამისი n პერიოდისთვის (მ3);

aEXC t  - ვალუტის ფაქტობრივი გაცვლითი კურსი შესაბამისი n პერიოდისთვის;

aPt      - სათბობის შესყიდვის ფაქტობრივი სახელშეკრულებო ფასი შესაბამისი n პერიოდითვის  (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

pEXC t  - ვალუტის დაგეგმილი გაცვლითი კურსი შესაბამისი n პერიოდისთვის;

pPt     - სათბობის შესყიდვის დაგეგმილი სახელშეკრულებო ფასი შესაბამისი n პერიოდისთვის (1000 მ3 უცხოურ ვალუტაში);

aE(t)      - სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა შესაბამისი n პერიოდისთვის (კვტსთ);

aEFF(t)   - სათბობის ფაქტობრივი ხვედრითი ხარჯი შესაბამისი n პერიოდისთვის (მ3/კვტსთ);

pEFF(t)  - სათბობის დაგეგმილი ხვედრითი ხარჯი შესაბამისი n პერიოდისთვის  (მ3/კვტსთ);

WACC  - დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%);

n            - კორექტირებას დაქვემდებარებული პერიოდი (თვე).“.

პ)  21–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ სატარიფო  წლისთვის საწარმოს მიერ ფაქტობრივად ქსელში გაცემული, გადაცემული და დისპეტჩერირებული ელექტროენერგია განსხვავდება დაგეგმილი რაოდენობებისაგან, მაშინ კომისია უზრუნველყოფს საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზის კორექტირებას  შემდეგი ფორმულით:

cRev(t+1)= [(aE (t–1) – pE (t–1)) × T(t–1)] × (1 + WACC (t–1)) × (1 + WACC t)      (19),

სადაც:

cRev(t+1)  –  შემოსავლების კორექტირებული ოდენობა (t+1) პერიოდისთვის (ლარი);

aE(t–1)   – ქსელში გაცემული, გადაცემული ან დისპეტჩერირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა (t–1) პერიოდისთვის (კვტსთ);

pE(t–1)    – ქსელში გაცემული, გადაცემული ან დისპეტჩერირებული ელექტროენერგიის დაგეგმილი რაოდენობა (t–1) პერიოდისთვის (კვტსთ);

T(t–1)       –  ტარიფი (t–1) პერიოდისთვის (თეთრი/კვტსთ);

WACC    –  დროში ფულის ღირებულების განაკვეთი, რომელიც WACC-ის ტოლია (%).“.

ჟ)  25–ე მუხლის:

ჟ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) ქვემოთ მოცემული კომპონენტების სიდიდეები მოქმედებს 2018 წლის 1 იანვრამდე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf)         – 7.50%;

ბ)  სესხის პრემია (DP)                                      – 3.50%;

გ) ბაზრის რისკის პრემია (rm- rrf)                   – 7.25%;

დ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β)    – 1.00.“

ჟ.ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ საწარმოსთვის, რომლის მიერ სატარიფო განაცხადი წარმოდგენილია სატარიფო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 150 დღისა, კომისია უფლებამოსილია ტარიფები დაადგინოს არასრულ სატარიფო წელზე.“;

ჟ.გ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მეთოდოლოგიის IV თავით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება 2016 წლიდან (გარდა მე–19 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-20 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული  გარემოებებისა) ტარიფის გაანგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში, ხოლო მე–19 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-20 მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებების გაანგარიშება ხორციელდება მეთოდოლოგიის ძალაში შესვლიდან ტარიფის განგარიშების ყოველ წელს და აისახება შესაბამისი სატარიფო წლის ტარიფში.“.

რ) „ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“  „დანართი №1“ ამოღებულ იქნეს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრისერგო მესხი