„სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 507
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018820
  • Word
507
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018820
„სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №507

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 აგვისტოს №1109 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, 2013 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 07) განსაზღვრული ასიგნებებიდან, 2014 წელს - „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (მსოფლიო ბანკი) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2015 წელს - „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული რეგიონალური განვითარების პროექტი II (იმერეთი) (WB) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 06) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან;“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი