სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 506
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018819
  • Word
506
12/03/2015
ვებგვერდი, 26/03/2015
000000000.00.003.018819
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №506

2015 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი, დანართის შესაბამისად.

2. განკარგულების დანართით გათვალისწინებულმა ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ გამოყოფილი თანხების წარმართვა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №67 დადგენილების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი