დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 505 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018818 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №505
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს მიეცეს თანხმობა, რომ 2015 წლისათვის განსაზღვროს:
ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არა უმეტეს 30 ერთეულით;
ბ) შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არა უმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები