დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ნ. ხადურისათვის საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის–„საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო–ფორმატის“ ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 504 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/03/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018813 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №504
2015 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
ნ. ხადურისათვის საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის – „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო – ფორმატის“ ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტს – „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო – ფორმატი“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები