„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 390010000.22.023.016313
190
24/03/2015
ვებგვერდი, 24/03/2015
390010000.22.023.016313
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №190

2015 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ფინანსური დეპარტამენტის უფლებამოსილებები და სტრუქტურა

„1. ფინანსური დეპარტამენტის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ნაწილში სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს უფროსისათვის საკუთარი შემოსულობების ფარგლებში შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების წლიურ გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) სააგენტოს საფინანსო, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია და წარმართვა (ორგანიზება) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სააგენტოს წლიური, კორექტირებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის და  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშების, დადგენილი წესით, წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის ორგანოში;

ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ზ) სააგენტოს მცირეფასიანი, არაფინანსური აქტივების და სხვა მატერიალური ფასეულობების (საკანცელარიო, სამეურნეო და ა.შ. საქონელი) დადგენილი წესით მიღება და განაწილება.

თ) სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

კ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო;

გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

3. საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სააგენტოს საბიუჯეტო პროცესის მართვასა და  კოორდინაციას; 

ბ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტსა და წლიურ საბიუჯეტო კანონში სააგენტოს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის ასახვის მიზნით უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობას;

გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და წარდგენას, დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით განწერის შემუშავებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

დ) სააგენტოს ბიუჯეტში, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოფს ცვლილებების მომზადებას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

ე) უზრუნველყოფს სააგენტოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

ზ) მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში და ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვას;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს პერიოდული ფინანსური ანგარიშგებისა და ბალანსის შედგენას და დანიშნულებისამებრ წარდგენას;

ი) ახორციელებს არაფინანსური აქტივების, მცირეფასიანი და სხვა მატერიალური მარაგების აღრიცხვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4.  სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენასა და საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და, საჭიროების შემთხვევაში, მასში განხორციელებული ცვლილების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების წარმართვას.

დ) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადებას;

ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კვარტალური ინფორმაციის ანალიზს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ინვენტარიზაციის პროცესში კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს  ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკურად გამართულ მუშაობას;

გ) ახორციელებს სააგენტოს საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფას დადგენილი ლიმიტების  ფარგლებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებეს ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის მუშაობაში;

ე) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და დასაწყობებას, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემას;

ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვის, შენახვისა და გაცემის ორგანიზებას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს;

თ)  ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“

2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „მ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი